თამაშის სასწავლო მიზნები
გეომეტრიული ფიგურების ზომების დადგენა-შეფასება
სხვადასხვა სახის (მარტივი და რთული ) საპროცენტო განაკვეთის შედარება
პრაქტიკიდან მომდინარე სხვადასხვა პრობლემების გადაჭრა
პრაქტიკული საქმიანობის ოპტიმალური დაგეგმვა
ფინანსური წიგნიერების განვითარება
როგორ შეგიძლიათ მიუსადაგოთ ეროვნულ სასწავლო გეგმას?
ყოველივე ზემოაღნიშნული გათვალიწინებულია მათემატიკის საგნობრივ პროგრამაში.
თამაშის სიუჟეტი
იყო და არა იყო რა, იყო ერთი მიხო პაპა და მარო ბებო, დანატოვარი ძველი მარნითა და პატარა ოდა სახლით. მათი მწირი შემოსავალი მხოლოდ თავის გატანისათვის კმაროდა.
- გადის მიხო პაპა სახლიდან კაკლის ქვეშ, წამოწვება, მარო ბებო(თავზე კოპლებიანი თავსაფარი აფარია და არის კახელი გლეხი ქალის ტიპი) თავზე ადგას და დაცქერის ფიქრებში შესულ მიხო პაპას.
- პაპა ფიქრობს: …(ყოველთვიური შემოსავალია ჩასაწერი)…, წელს ყურძნის მოსავალიც კარგია, კარგ ფასში გავყიდი, ბანკიდანაც სესხს გამოვიტან, ახალ მარანს ავაშენებ, მარანი კარგ მოგებას მომიტანს, ვიყიდი მანქანას და ცხოვრებას მოვიწყობო.
- დგას მიხო გოდრებისა და ყურძნის წინ , ეკრანზე გამოდის ამოცანა:
„მიხომ აიღო ყურძნის მოსავალი, საფერავი 0,6 ტონა და რქაწითელი 0,9 ტონა, რამდენი გოდორი დასჭირდება მიხო პაპას ყურძნის გადასაზიდად, თუ გოდორში 25 კგ ყურძენი ეტევა“ - მიხო პაპა ზის ურემზე, ურემში ვირია შებმული და ყურებს აბარტყუნებს, ურემზე დატვირთულია ყურძნით სავსე გოდრები. პაპას ვერ გადაუწყვეტია საით წავიდეს სახლში თუ ბაზარში. გამოდის ამოცანა: „თუ პაპა ადგილზე გაყიდის ყურძენს, 1კგ საფერავში 1,1 ლარს, ხოლო 1კგ რქაწითელში 0.9 ლარს გადაუხდიან, ბაზარში თუ გაიტანს, მაშინ შესაბამისად 1.3 ლარს და 1,1 ლარს. რამდენი ლარით მეტი დარჩება ყურძნის ბაზარზე გატანის შემთხვევაში, თუ დამატებითი ხარჯი 270 ლარს შეადგენს (მარნის არჩევისას გამოსაყენებელი ამოცანები: 5-6-7)
- რამდენი ლარი დაუჯდება მიხოს მარნის აშენება თუ მისი ზომები მოცემულია ნახაზეე, აგურის ზომა არის 10x20 სმ-ში და ერთი აგურის ფასი 40 თეთრია. თუ ვიცით, რომ კარისა, ფანჯრისა და სახურავის ფასი 1625 ლარია.
- რამდენი ლარი დაუჯდება მიხოს მარნის აშენება, თუ მისი ზომები მოცემულია ნახაზზე:ბლოკის ზომა არის 20x40x10 (სმ) და ერთი ბლოკის ფასი 80 თეთრია.თუ ვიცით, რომ დამატებითი ხარჯი 2312,5 ლარია
- რამდენი ლარი დაუჯდება მიხოს მარნის აშენება, თუ მისი ზომები მოცემულია ნახაზზე: 1კვ.მ ქვის ფასი 20 ლარია, მარანის ასაშენებლად დამატებითი ხარჯია 1625 ლარი.
- მიხო პაპა მიდის ბანკში. ბანკი თავაზობს პაპას სხვადასხვა სამომხმარებლო 1 წლიან პაკეტს. პაპამ უნდა შეარჩიოს ოპტიმალური ვარიანტი.(დახმარება მარტივი და რთული პროცენტის დარიცხვის წესის განმარტებები)
ვარიანტები: - თუ მიხო პაპა გამოიტანს 1500 ლარს, მარტივი პროცენტის დარიცხვის წესით ყოველ თვიურად, მაშინ ბანკი თვეში ითხოვს 1.6% .
- თუ გამოიტანს 1500 ლარს მარტივი პროცენტის დარიციხვის წესით ყოველ 3 თვეში , მაშინ ბანკი ითხოვს 4,5%-ს
- თუ გამოიტანს 1500 ლარს რთული პროცენტის დარიცხვის წესით ყოველ თვიურად ბანკში გადაიხდის მთლიანი თანხის 1,2 %
- თუ გამოიტანს 1500 ლარს რთული პროცენტის დარიცხვის წესით ყოველ 3 თვეში, ბანკში შეიტანს მთლიანი თანხის 3.7%
შენიშვნა: საჭიროა მარტივი და რთული პროცენტის დარიცხვის კომპიუტერულ დახმარებაში (Help) გადატანა
გარეგნული სახე
- მიხო პაპას პორტრეტი: ტიპიური კახელი გლეხი წელზე ქამრითა და გალიფე შარვლით, ღიპით ,ულვაშებით, თავზე კახური ქუდით.
- მარო თავზე წაკრული, გრძელი კაბით და წინსაფარით.
- ურემი ვირით.
- როდესაც მიხო პაპა მიდის სადმე გამოჩნდება მარტივი ანიმაცია: დაკლაკნილი გზა და მოძრავი ურემი შორიდან.
