თამაში

Friday, March 4, 2011

კომპიუტერული თამაში: მიხო პაპას მარანი

თამაშის სასწავლო მიზნები

  • გეომეტრიული ფიგურების ზომების დადგენა-შეფასება

  • სხვადასხვა სახის (მარტივი და რთული ) საპროცენტო განაკვეთის შედარება

  • პრაქტიკიდან მომდინარე სხვადასხვა პრობლემების გადაჭრა

  • პრაქტიკული საქმიანობის ოპტიმალური დაგეგმვა

  • ფინანსური წიგნიერების განვითარება

როგორ შეგიძლიათ მიუსადაგოთ ეროვნულ სასწავლო გეგმას?
ყოველივე ზემოაღნიშნული გათვალიწინებულია მათემატიკის საგნობრივ პროგრამაში.

თამაშის სიუჟეტი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი მიხო პაპა და მარო ბებო, დანატოვარი ძველი მარნითა და პატარა ოდა სახლით. მათი მწირი შემოსავალი მხოლოდ თავის გატანისათვის კმაროდა.

ერთხელ მარო ბებო მეზობლიდან გახარებული დაბრუნდა და მიხო პაპას ახარა, მგონი გვეშველა, ბანკი სესხს იძლევა, ჩვენს საქმეს ასრულება უწერია, ახალი მარანი უნდა ავაშენოთო და მოსვენება აღარ მისცა. რაღა გზა ჰქონდა მიხო პაპას. დაიწყო ფიქრი, როგორ გაეყიდა თავისი მოსავალი, დამატებით რამდენი ლარი უნდა გამოეტანა ბანკიდან, რომ მარო ბებოს რისხვა არ დაემსახურებინა.

  1. გადის მიხო პაპა სახლიდან კაკლის ქვეშ, წამოწვება, მარო ბებო(თავზე კოპლებიანი თავსაფარი აფარია და არის კახელი გლეხი ქალის ტიპი) თავზე ადგას და დაცქერის ფიქრებში შესულ მიხო პაპას.
  2. პაპა ფიქრობს: …(ყოველთვიური შემოსავალია ჩასაწერი)…, წელს ყურძნის მოსავალიც კარგია, კარგ ფასში გავყიდი, ბანკიდანაც სესხს გამოვიტან, ახალ მარანს ავაშენებ, მარანი კარგ მოგებას მომიტანს, ვიყიდი მანქანას და ცხოვრებას მოვიწყობო.
  3. დგას მიხო გოდრებისა და ყურძნის წინ , ეკრანზე გამოდის ამოცანა:
    „მიხომ აიღო ყურძნის მოსავალი, საფერავი 0,6 ტონა და რქაწითელი 0,9 ტონა, რამდენი გოდორი დასჭირდება მიხო პაპას ყურძნის გადასაზიდად, თუ გოდორში 25 კგ ყურძენი ეტევა“
  4. მიხო პაპა ზის ურემზე, ურემში ვირია შებმული და ყურებს აბარტყუნებს, ურემზე დატვირთულია ყურძნით სავსე გოდრები. პაპას ვერ გადაუწყვეტია საით წავიდეს სახლში თუ ბაზარში. გამოდის ამოცანა: „თუ პაპა ადგილზე გაყიდის ყურძენს, 1კგ საფერავში 1,1 ლარს, ხოლო 1კგ რქაწითელში 0.9 ლარს გადაუხდიან, ბაზარში თუ გაიტანს, მაშინ შესაბამისად 1.3 ლარს და 1,1 ლარს. რამდენი ლარით მეტი დარჩება ყურძნის ბაზარზე გატანის შემთხვევაში, თუ დამატებითი ხარჯი 270 ლარს შეადგენს (მარნის არჩევისას გამოსაყენებელი ამოცანები: 5-6-7)
  5. რამდენი ლარი დაუჯდება მიხოს მარნის აშენება თუ მისი ზომები მოცემულია ნახაზეე, აგურის ზომა არის 10x20 სმ-ში და ერთი აგურის ფასი 40 თეთრია. თუ ვიცით, რომ კარისა, ფანჯრისა და სახურავის ფასი 1625 ლარია.
  6. რამდენი ლარი დაუჯდება მიხოს მარნის აშენება, თუ მისი ზომები მოცემულია ნახაზზე:ბლოკის ზომა არის 20x40x10 (სმ) და ერთი ბლოკის ფასი 80 თეთრია.თუ ვიცით, რომ დამატებითი ხარჯი 2312,5 ლარია
  7. რამდენი ლარი დაუჯდება მიხოს მარნის აშენება, თუ მისი ზომები მოცემულია ნახაზზე: 1კვ.მ ქვის ფასი 20 ლარია, მარანის ასაშენებლად დამატებითი ხარჯია 1625 ლარი.
  8. მიხო პაპა მიდის ბანკში. ბანკი თავაზობს პაპას სხვადასხვა სამომხმარებლო 1 წლიან პაკეტს. პაპამ უნდა შეარჩიოს ოპტიმალური ვარიანტი.(დახმარება მარტივი და რთული პროცენტის დარიცხვის წესის განმარტებები)
    ვარიანტები:
    1. თუ მიხო პაპა გამოიტანს 1500 ლარს, მარტივი პროცენტის დარიცხვის წესით ყოველ თვიურად, მაშინ ბანკი თვეში ითხოვს 1.6% .
    2. თუ გამოიტანს 1500 ლარს მარტივი პროცენტის დარიციხვის წესით ყოველ 3 თვეში , მაშინ ბანკი ითხოვს 4,5%-ს
    3. თუ გამოიტანს 1500 ლარს რთული პროცენტის დარიცხვის წესით ყოველ თვიურად ბანკში გადაიხდის მთლიანი თანხის 1,2 %
    4. თუ გამოიტანს 1500 ლარს რთული პროცენტის დარიცხვის წესით ყოველ 3 თვეში, ბანკში შეიტანს მთლიანი თანხის 3.7%
შენიშვნა: საჭიროა მარტივი და რთული პროცენტის დარიცხვის კომპიუტერულ დახმარებაში (Help) გადატანა

გარეგნული სახე

  • მიხო პაპას პორტრეტი: ტიპიური კახელი გლეხი წელზე ქამრითა და გალიფე შარვლით, ღიპით ,ულვაშებით, თავზე კახური ქუდით.
  • მარო თავზე წაკრული, გრძელი კაბით და წინსაფარით.
  • ურემი ვირით.
  • როდესაც მიხო პაპა მიდის სადმე გამოჩნდება მარტივი ანიმაცია: დაკლაკნილი გზა და მოძრავი ურემი შორიდან.

105 comments:

  1. მოგესალმებით....აბა ნახეთ ხომ არ აჯობებს პირველი ამოცანა ასე, რომ შეგვეცვალა? მიხო პაპამ 1,5ტ. ყურძნის მოსავალი მიიღო.მოსავლის 40% საფერავის ჯიშის ყურძენია, დანარჩენი კი-რქაწითლი. რამდენი გოდორი დასჭირდება მიხო პაპას ყურძნის გადასაზიდად, თუ გოდორში 25 კგ ყურძენი ეტევა? (აქვე რომ იყოს წრიული დიარამა ორი სხვადასხვა ფერის სექტორით და ყურძნის ჯიშების წარწერით შესაბამის სექტირში)... მაინტერესებს თქვენი აზრი.

    ReplyDelete
  2. მე მგონი კარგი იდეაა. მიხო პაპამ გამოცდილებით იცის რამდენი რამდენი პროცენტი საფერავია და რამდენ მოსავალს იღებს. თანაც ამოცანაც ოდნავ გართულდება

    ReplyDelete
  3. მეც გეთანხმებით , ამოცანა ოდნავ რთულდება და დიაგრამაც არ არის პრობლემა , რაც შეეხება მუშაობის მიმდინარეობას , თამაშის ტექნიკური მხარე თითქმის დასრულებულია ახლა ვიწყებ ჩემთვის ყველაზე რთულ მხარეს , ვიზუალურს და ანიმირებას. თქვენგან ველი ყველა ამოცანის, ამბის და დახმარების(HELP-ის)დასრულებული ვარიანტის ტექსტებს და მათ სწორ თუ არასწორ პასუხებს.

    ReplyDelete
  4. mogesalmebit,zalian kargia,mainteresebs tamashis dasawyisi,amocanebs xeli agar axlot.

    ReplyDelete
  5. რატომ ხარ წინააღმდეგი თუ ამოცანები ცოტა დაიხვეწება ვერ ვგებულობ. რიცხვები არ იცვლება, უბრალოდ პროცენტის გამოთვლა დაემატება.

    ReplyDelete
  6. ბევრი ვიფიქრე სათაურზე,აბა ნახეთ, ხომ არ ჯობია დავარქვათ
    "ოცნება თუ რეალობა"?!
    ან
    "ბიზნეს-ოცნება თუ რეალობა"?!

    ReplyDelete
  7. ტექნიკურად სათაურის ან ნებისმიერი ამოცანის ტექსტის შეცვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მემგონი სათაურის შეცვლა უკვე აღარ არის შესაძლებელი, ზუსტად არ ვიცი. თუმცა ალბათ ეგეც თქვენი და კურატორის გადასაწყვეტია :)

    ReplyDelete
  8. სათაური? ”მიხო პაპას მარანი” არ გვინდა? ისე მართალია. ცოტა კომიკური ელფერი აქვს. ”ოცნება თუ რეალობა” კარგია, მაგრამ ძალიან აბსტრაქტულია. კოლორიტული რამეები არ ჩანს - მარანი და ა.შ.

    ReplyDelete
  9. მოგესალმებით და ქართველ მანდილოსნებს მოგილოცავთ 8 მარტს, რაც შეეხება სათაურს ხელი არ ახლოთ

    ReplyDelete
  10. შევთანხმდით, რომ სათაურს ასე დავტოვებდით, თამაშია ბობო ბოლო, რაც არ უნდა იყოს, ნუ მიუდგებით სამეცნიერო ნაშრომის სახით. თამაშია რა..

    ReplyDelete
  11. გასაგებია თქვენი აზრი. არც ბოლო ამოცანების ტექსტი არ დავხვეწოთ?

    ReplyDelete
  12. ქალბატონებო სად ხართ? გამოთქვით თქვენი აზრიც........

    ReplyDelete
  13. მოგესალმებით, თამარ ქალებს უხმობ, რომ დაგეხმარონ მე რა ვქვა...ხა,,ხა,, აუცილებლად ბოლო ამოცანების შესწორება და ჩამოყალიბება აუცილებელია. გეთანხმები/

    ReplyDelete
  14. კარგია, რომ რაღაცაში მაინც დამეთანხმე.

    ReplyDelete
  15. გამარჯობათ.
    მოსაზრებები
    1. ვეთანხმები თამარის მოსაზრებას. ნამდვილად უკეთესი იქნება ამოცანის ასეთი დასმა.
    2. ვფიქრობ სჯობია - შეცვალოს ასე - 1 კვ.მ ფართობის კედლის აშენება ქვით ღირს 20 ლარი
    3. ხომ არ სჯობს შეიცვალოს მიზნების დალაგება ასეთ თანამიმდევრობით?
    ა)პრაქტიკული საქმიანობის ოპტიმალური დაგეგმვა
    ბ)ფინანსური წიგნიერების განვითარება
    გ)პრაქტიკიდან მომდინარე სხვადასხვა პრობლემების გადაჭრა
    . გეომეტრიული ფიგურების ზომების დადგენა-შეფასება
    . სხვადასხვა სახის (მარტივი და რთული ) საპროცენტო განაკვეთის შედარება
    4. აგურისათვის საჭიროა სამი განზომილება, როგორც ბლოკზე, მაგალითად 20 -10-15, მოსწავლემ თვითონ აარჩიოს გარე წახნაგი, რომლით სჯობს აშენება , (ჩვენ მითითებული გვაქვს მხოლოდ ორი განზომილება)

    5. ოდა სახლი კახეთის სახლზე არ ითქმის!!!!!!!!!!!!!!!!!!! ითქმის ქვიტკირის სახლი
    ასე შევცვალოთ - დანგრევის პირას მისული ქვიტკირის სახლით
    თამაშის სიუჟეტის აღწერა არ მომწონს. ვფიქრობ მის ცვლილებაზე.
    ასე ხომ არ დაგვეწყო???
    თამაშის გმირები მიხო პაპა და მარო ბებო არიან
    (ნაცვლად - იყო და არა იყო რა, იყო ერთი მიხო პაპა და მარო ბებო,) დანატოვარი მამაპაპეული ძველი მარნითა და დანგრევის პირას მისული ქვიტკირის სახლით. (და არა - პატარა ოდა სახლით). მათი მუდმივი ფიქრის საგანი ძველი მარნის განახლება და ღვინის წარმოებაა, მაგრამ ამისათვის ბევრი ფულია საჭირო!!! მათი მწირი შემოსავალი კი მხოლოდ თავის გატანისთვის თუ კმარა! ! !
    ერთხელაც მარო ბებო მეზობლებიდან გახარებული დაბრუნდა და მიხო პაპას ახარა... მგონი გვეშველა, ბანკი კრედიტს იძლევაო. მოსვენება აღარ მისცა მიხო პაპას. შემოდგომაა, მალე რთველიც გვექნება, გავყიდოთ ყურძენი, გამოვიტანოთ ბანკიდან კრედიტი, შევაკეთოთ მარანი და ჩვენც ჩვენი მცირე ბიზნესი გვექნებაო. ისეთი ღვინის დაყენება იცი, მთელი საქართველო და ამერიკაც კი გაგიცნობსო!!!!
    რაღა გზა ჰქონდა მიხო პაპას. დაიწყო ფიქრი, როგორ გაეყიდა მოსავალი, დამატებით რამდენი ლარი უნდა გამოეტანა ბანკიდან, რომ მარო ბებოსათვის ოცნებაც აეხდინა და თანაც რისხვა არ დაემსახურებინა, თორემ რა სჯობდა კაკლის ძირში წამოგორებას?!

    ReplyDelete
  16. მარიკუნა მიხარია რომ გამოჩნდი.......

    ReplyDelete
  17. მოგესალმებით, თქვენ ზღაპრის გამოქვეყნებას ხომ არ აპირებთ, ტექსტში რა ეწერება ოდა თუ სახლი მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ამ ეტაპზე ამოცანებიც რომ არ მიაწოდოთ ისიც შეიძლება, ახლა მთავარია პროგრამისტმა შექმნას თამაშის სწორი ალგორითმი და თამაშის მოხატულობა და მსვლელობა ჩვენს აზრს დაემთხვეს..

    ReplyDelete
  18. ეს მოსაზრება და შენიშვნები მარიამ ბაგრატიონისაა

    გამარჯობათ.

    მოსაზრებები
    1. ვეთანხმები თამარის მოსაზრებას. ნამდვილად უკეთესი იქნება ამოცანის ასეთი დასმა.
    2. ვფიქრობ სჯობია - შეცვალოს ასე - 1 კვ.მ ფართობის კედლის აშენება ქვით ღირს 20 ლარი
    3. ხომ არ სჯობს შეიცვალოს მიზნების დალაგება ასეთ თანამიმდევრობით?
    ა)პრაქტიკული საქმიანობის ოპტიმალური დაგეგმვა
    ბ)ფინანსური წიგნიერების განვითარება
    გ)პრაქტიკიდან მომდინარე სხვადასხვა პრობლემების გადაჭრა
    . გეომეტრიული ფიგურების ზომების დადგენა-შეფასება
    . სხვადასხვა სახის (მარტივი და რთული ) საპროცენტო განაკვეთის შედარება
    4. აგურისათვის საჭიროა სამი განზომილება, როგორც ბლოკზე, მაგალითად 20 -10-15, მოსწავლემ თვითონ აარჩიოს გარე წახნაგი, რომლით სჯობს აშენება , (ჩვენ მითიტებული გვაქვს მხოლოდ ორი განზომილება)


    5. ოდა სახლი კახეთის სახლზე არ ითქმის!!!!!!!!!!!!!!!!!!! ითქმის ქვიტკირის სახლი
    ასე შევცვალოთ - დანგრევის პირას მისული ქვიტკირის სახლით
    თამაშის სიუჟეტის აღწერა არ მომწონს. ვფიქრობ მის ცვლილებაზე.
    ასე ხომ არ დაგვეწყო???
    თამაშის გმირები მიხო პაპა და მარო ბებო არიან
    (ნაცვლად - იყო და არა იყო რა, იყო ერთი მიხო პაპა და მარო ბებო,) დანატოვარი მამაპაპეული ძველი მარნითა და დანგრევის პირას მისული ქვიტკირის სახლით. (და არა - პატარა ოდა სახლით). მათი მუდმივი ფიქრის საგანი ძველი მარნის განახლება და ღვინის წარმოებაა, მაგრამ ამისათვის ბევრი ფულია საჭირო!!! მათი მწირი შემოსავალი კი მხოლოდ თავის გატანისთვის თუ კმარა! ! !
    ერთხელაც მარო ბებო მეზობლებიდან გახარებული დაბრუნდა და მიხო პაპას ახარა... მგონი გვეშველა, ბანკი კრედიტს იძლევაო. მოსვენება აღარ მისცა მიხო პაპას. შემოდგომაა, მალე რთველიც გვექნება, გავყიდოთ ყურძენი, გამოვიტანოთ ბანკიდან კრედიტი, შევაკეთოთ მარანი და ჩვენც ჩვენი მცირე ბიზნესი გვექნებაო. ისეთი ღვინის დაყენება იცი, მთელი საქართველო და ამერიკაც კი გაგიცნობსო!!!!
    რაღა გზა ჰქონდა მიხო პაპას. დაიწყო ფიქრი, როგორ გაეყიდა მოსავალი, დამატებით რამდენი ლარი უნდა გამოეტანა ბანკიდან, რომ მარო ბებოსათვის ოცნებაც აეხდინა და თანაც რისხვა არ დაემსახურებინა, თორემ რა სჯობდა კაკლის ძირში წამოგორებას?!

    !!!!
    რაც შეეხება მიხო პაპას გარეგნულ სახეს, ასეთი ტიპაჟი ქართლის მხარეს უფრო ეკუთვნის.
    (თუ ამ ფონის გამოყენებას აპირებთ!!!!!!!!!!)

    კახელი ტიპიურ კაცს აქვს მხოლოდ ულვაში; მრგვალი, ფუმფულა ღაჟღაჟა დაბროწილი ლოყები, ახურია შავი კახური ქუდი. შეთანხმების თანახმად ის კახური ტიპის ეზოში კაკლის ძირში უნდა იყოს წამოგორებული, ჩანდეს ძველისძველი მარანი, ეზოში დიფყურა უნდა ბალახობდეს.
    -
    არც მარო ბებო არის კახელი ქალის ტიპაჟი. მოსახვევი აუცილებლად წინწკლებიანი სჯობს.

    ReplyDelete
  19. ჯერ დაელოდეთ პროგრამისტს, როგორ წარმოადგენს თამაშს და მერე აკეთეთ კომენტარები, მარო ბებოს კოპლებიანი თავსახური უნდა ეფაროს თუ მიხო პაპას ულვაშები რამხელა უნდა ჰქონდეს>>>>>>

    ReplyDelete
  20. რამოდენიმე სურათს წარმოგიდგენთ და თქვენი აზრი მითხარით რამე თუ არ მოგეწონებათ

    http://i56.tinypic.com/bhc7yc.jpg
    http://i56.tinypic.com/1zyk5l1.jpg
    http://i54.tinypic.com/2ijk9bo.jpg
    (ბოლო სურათში "მიხო" და "მარო" დასამუშავებელია :D, ხოლო "ვირი" თავისი ურმით დასამატებელი)

    უბრალოდ თქვენი მოსაზრება მაინტერესებს, მემგონი კაი გამოვიდა :))

    ReplyDelete
  21. ახლა სადა ხართ, ახლა იწყება აზრის გამოთქმა და შეთანხმება, ჯერ თქვენი აზრი მაინტერესებს ქალბატონებო

    ReplyDelete
  22. თქვენ რას იტყვით ბატონო ზურაბ?

    ReplyDelete
  23. ჩემი აზრით პირველ სურათზე ძროხების ნაცვლად ან ყურძენი, ან ვენახი, ან რთველის შესაბამისი ნახატი აჯობებდა.

    ReplyDelete
  24. გიგა ესაა მეორე გვერდზე დასაწერი მარის შესწორებული ვერსია.თუ გაითვალისწინებ და ასე დაწერ მგონი აჯობებს.
    თამაშის გმირები არიან მიხო პაპა და მარო ბებო, დანატოვარი მამაპაპეული ძველი მარნითა და დანგრევის პირას მისული ქვიტკირის სახლით.მათი მუდმივი ფიქრის საგანი ძველი მარნის განახლება და ღვინის წარმოებაა, მაგრამ ამისათვის ბევრი ფულია საჭირო!!! მათი მწირი შემოსავალი კი მხოლოდ თავის გატანისთვის თუ კმარა.

    ერთხელ მარო ბებო მეზობლებიდან გახარებული დაბრუნდა და მიხო პაპას ახარა... მგონი გვეშველა, ბანკი კრედიტს იძლევაო. მოსვენება აღარ მისცა მიხო პაპას. შემოდგომაა, მალე რთველიც გვექნება, გავყიდოთ ყურძენი, გამოვიტანოთ ბანკიდან კრედიტი, შევაკეთოთ მარანი და ჩვენც ჩვენი მცირე ბიზნესი გვექნებაო. ისეთი ღვინის დაყენება იცი, მთელი საქართველო და ამერიკაც კი გაგიცნობსო!
    რაღა გზა ჰქონდა მიხო პაპას. დაიწყო ფიქრი, როგორ გაეყიდა მოსავალი, დამატებით რამდენი ლარი უნდა გამოეტანა ბანკიდან, რომ მარო ბებოსათვის ოცნებაც აეხდინა და რისხვა არ დაემსახურებინა, თორემ რა სჯობდა კაკლის ძირში წამოგორებას?!

    ReplyDelete
  25. გასაგებია, ესეიგი ძროხები დავკლათ და ყურძენი მოვაშენოთ :D, კარგით მაგრამ ჯერ ყველას აზრს დაველოდები, იდეების კონფლიქტი, რომ არ მოხდეს. რაც შეეხება ტექსტს, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ამოცანების, ისტორიის, პასუხების და "თამაშის შესახებ"ტექსტების საბოლოო ვარიანტი ყველა ერთად შეთანხმდით და გადმომიგზავნეთ MAIL–ზე დაახლოებით 25 რიცხვისთვის.

    ReplyDelete
  26. მოგესალმებით ყველას! ბოდიშს გიხდით რომ ცოტა გვიან შემოგიერთდით მაგრამ გამოვსწორდები. დიდი ყურადღებით გადავიკითხე თქვენი მოსაზრებები და ისევ ჩემი თავი ბორჯომში წარმოვიდგინე, ისევ ყველას ჩვენ–ჩვენი აზრი გვაქვს. ეხლა ჩემს მოსაზრებებს გაგაცნობთ. მე პირადად ძალიან მომეწონა პირველი ამოცანის ინტორპრიტაცია ისე, როგორც თამარმა შემოგვთავაზა, მაგრამ...,თუ ეგრე ვიკამათეთ მე მგონი არაფერი გამოგვივა, მოდით ყველამ სათითაოდ, თავიდან ბოლომდე, ჩამოვაყალიბოთ ყველა ამოცანა თავის პასუხებით და ავირჩიოთ ყველაზე მისაღები ვარიანტი. და კიდევ, ვზღუდავთ, თუ არა ამოცანის ამოსახსნელ დროს? თუ კი, მაშინ რა დრო დავუთმოთ თითოეულ ამოცანას? ძროხები დავკლათ, მოვაშენოთ ვაზი :D:D

    ReplyDelete
  27. გიგა, შენ რაც გაგატანეთ, ამოცანების ნახაზები, მათზე სამი განზომილება არ იყო მითითებული აგურზეც და ბლოკზეც?

    ReplyDelete
  28. აგურზე მხოლოდ 2 განზომილებაა და საკმარისიც არის ბლოკზეც მოსაშორებელია სისქე, იმიტომ რომ სისქე ალბათ 1 ერთეულად უნდა იყოს აღქმული, რა აზრი აქვს სისქის დაწერას თუ ამოცანაში გამოყენება არ იქნება, თუმცა ეს თქვენი გადასაწყვეტია რა ტექსტსაც და რა პასუხებსაც მომცემთ მე იმას ჩავსვავ, ამ ეტაპზე მე მაინტერესებდა თქვენი აზრი თამაშის გარეგნულ სტილთან დაკავშირებით ანუ ჩემს მიერ ზემოთ დადებული სურათების მიხედვით მაინტერესებს მოგწონთ თუ არა სტილი დიზაინის, თუ რამის შეცვლა გსურთ(ნუ ძროხების დაკვლა და ვაზის მოშენება გასაგებია) ეხლავე უნდა მითხრათ თორემ მერე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება რაიმეს შეცვლა ვიზუალურ მხარეში :)

    ReplyDelete
  29. ლუდმილა სადახარ აქამდის, თორემ უკვე დავხოცეთ ერთმანეთი, ჩამოვყალიბდეთ და ისე მივაწოდოთ აზრი, ბლოგზე მერე დაწერეთ, ჯერ ელ.პოსტით, მე თანახმა ვარ შეცვალეთ ზღაპრის შესავალი, დავეთანხმოთ თამარს

    ReplyDelete
  30. გიგა სხვა გამოსავალი არ გაქვს ძროხები დაკალი და ვენახი ჩაყარე. თორემ გაზაფხულდა და ვენხი აღარ გაიხარებს. ტექსტიც ზღაპრის აშეცვალე, ბაგრატიონისეული ვერსია ჩაწერე.

    ReplyDelete
  31. ვერ გავიგე ძროხები რა შუაშია?
    როგორც მახსოვს ძროხებზე არ გვისაუბრია, არც ის გვითქვამს, ძროხები დავკლათ და ვენახი მოვაშენოთ!!!

    ReplyDelete
  32. ძროხები და ვენახი არაფერ შუაშია :D, ვიხუმრე უბრალოდ, თამაშის დასაწყისში ძროხები მეხატა და ვენახით შევცვლი, სულ ესაა :)

    ReplyDelete
  33. გიგა,
    . ასეთი კარმიდამო არაა კახეთისათვის დამახასიათებელი;
    . კახური მარანი ქვითკირით ნაშენებია და კრამიტით დახურული, შენეული მარანი ხის მასალითაა აგებული... არც ღობეებია ასეთნაირი. . .
    . ვერ გეტყვი, რომ ასეთი ფონები თამაშისათვის მომწონდეს!!!! არაა კახური კოლორიტი!!! არანაირად არ გავს კახურ ეზოს!!!! მზე მომეწონა...

    ReplyDelete
  34. მაპატიეთ , მაგრამ "კახური" მარანი ცხოვრებაში არ მაქვს ნანახი , არც "კახური" მარნის ღობეები და არც "კახელი" მიხოს კარ–მიდამოთი დავინტერესებულვარ, უბრალოდ ვერ დაგიხატავთ იმას რაც ნანახი არ მაქვს და წარმოდგენაც არ მაქვს, როგორი უნდა იყოს "კახელი" მიხოს მარანი. რაც მე დავხატე სრულიად გამოხატავს იდეურად იმ პერსონაჟის კარ–მიდამოს ჩვენ "მიხო" რომ დავარქვით და ვფიქრობ რომ კარგადაც გამოვიდა, გასაგებია რომ თქვენ გინდათ "კახური" იყოს ეს ყველაფერი , მაგრამ კიდევ გიმეორებთ, მხატვარი არ ვარ და ვერ დაგიხატავთ იმას რაც ნანახი არ მაქვს, ასე რომ თუ თქვენ მოგეპოვებათ "კახელი" მიხოს მარნის, ღობის და არემარის კარუკატურული ან ანიმირებული სურათი შეგიძლიათ გამომიგზავნოთ და ვეცდები "გადავაკახურო" ჩვენი პერსონაჟის კარ–მიდამო. :)

    ReplyDelete
  35. მოგესალმებით ყველას, ლუდმილა ძალიან კარგი მონახაზები ჰქონდა ამოცანების, აღარ გავაჭიანუროთ დრო,რომ გიგამ შეძლოს დაპროგრამება, ,,,,

    ReplyDelete
  36. გიგა, სიახლე ხომ არ გაქვს რაიმე...

    ReplyDelete
  37. ამჟამად ვიზუალური მხარეზე ვმუშაობ და შემდგომ დავიწყებ უკვე ანიმირებას. ვიზუალურ მხარეს რომ დავამთავრებ გაჩვენებთ თამაშის უანიმაციო ვერსიას. :)

    ReplyDelete
  38. ვინმემ მიპასუხეთ ვზღუდავთ თუ არა ამოცანის ამოხსნის დროს??? :):)
    თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მხარს ვუჭერ გიგას. მართლაც მხატვრულ ალბომს ხომ არ ვუშვებთ?! თამაშის სიუჟეტს კი შეესაბამება ის რაც გიგამ შემოგვთავაზა.

    ReplyDelete
  39. დრო შეიძლება შევზღუდოთ, მაგრამ ისე რომ გავითვალისწინოთ თითოეული ამოცანის სირთულე

    ReplyDelete
  40. ლუდა რას გულისხმობ ტექსტში
    ”ვზღუდავთ თუ არა ამოცანის ამოხსნის დროს?”

    ReplyDelete
  41. გასაგებია, ანუ რა დრო დასჭირდება თითოეული ამოცანის ამოხსნას. ალბათ სჯობს თამაშს ჰქონდეს დროის მთვლელი, ასე უფრო აზარტული იქნება თამაში, თანაც ცოდნის სწრაფად გამოყენების უნარსაც გამოუმუშავებს მოსწავლეს

    ReplyDelete
  42. მოგესალმებით, გეთანხმები ლუდმილა, მაგრე მოვიქცეტ რომ დამთავრდეს დაპროგრამება და ვნახოთ, რა გამოვიდა
    გაკვეთილის გეგმაზე თუ იმუშავეთ

    ReplyDelete
  43. ვიზუალური მხარე როგორც იქნა დასასრულს მიუახლოვდა :D, ახლა ვიწყებ ანიმირებას

    http://i53.tinypic.com/206etzq.jpg
    http://i54.tinypic.com/mwvbsh.jpg
    http://i56.tinypic.com/2mdp7vk.jpg
    http://i56.tinypic.com/140jio7.jpg
    http://i53.tinypic.com/731j4i.jpg

    25 რიცხვამდე ველოდები თქვენგან ტექსტების საბოლოო ვარიანტს(ამოცანების , სწორი პასუხების , დახმარების ბანკში და ისტორიის ) ერთად შეკრიბეთ ყველაფერი და ერთიანად გამომიგზავნეთ.

    რაც შეეხება დროის შემოტანას ესეც 25 რიცვამდე უნდა გადაწყვიტოთ და რა დროს მოანდომებს მოთამაშე თითო ამოცანას ესეც უნდა გამომიგზავნოთ

    მოკლედ 25 რიცხვი არის DEADLINE ამის მერე ძალიან გამიჭირდება უმნიშვნელო დეტალის შეცვლაც კი. :)))))

    ReplyDelete
  44. გიგა ვცვლით ინფორმაციებს, ვიღებთ გაფრთხილებას.
    აჯობებს ყველგან გამოიყენო მიმართვა ”მიხო პაპა” და არა მხოლოდ ”მიხო” თამაშის სახელის მიხედვით

    ReplyDelete
  45. სალამი ყველას, ამოცანები ძალიან კარგად ქონდა ჩამოყალიბებული ლუდმილასა და თამარის, მე გეთანხმებოდით, მიაწოდეთ ბოლო ვერსია, და ვნახოთ დამუშავებული თამაში. გიგა აბა შენ იცი.,,

    ReplyDelete
  46. ამ მისამართზე დავდე გაკვეთილის გეგმა, ლუდმილა და თამარ ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, მაგრამ მთლად ქარ-ცეცხლში ნუ გამატარებთ http://lemill.net/methods/biznes-gegmis-shemushaveba-el-tamashis-mixo-papas-marnis-mixedvit/base_view

    ReplyDelete
  47. მარიამის აზრი არ გაინტერესებთ?!!!

    ReplyDelete
  48. გიგა, დავაზუსტეთ თამაშის შესავალი, გთხოვთ გაითვალისწინოთ თამაშის აგებისას.
    იგივე მასალას გიგზავნით email-ze


    ელექტრონული თამაშების სიუჟეტის მოკლე აღწერა:
    თამაშის გმირები მიხო პაპა და მარო ბებო არიან დანატოვარი მამაპაპეული ძველი მარნით და დანგრევის პირას მისული ქვიტკირის სახლით. მათი მუდმივი ფიქრის საგანი ძველი მარნის განახლება და ღვინის წარმოებაა, მაგრამ ამისათვის ბევრი ფულია საჭირო!!! მათი მწირი შემოსავალი კი მხოლოდ თვის გატანისათვის თუ კმარა! ! !
    ერთხელაც მარო ბებო მეზობლიდან იგებს, რომ ბანკიდან შესაძლებელია კრედიტის გატანა. იგი მოსვენებას აღარ აძლევს მიხო პაპას. დაჟინებით სთხოვს გაყიდონ რთველში აღებული ყურძენი, ბანკიდან გამოიტანონ კრედიტი, შეაკეთონ ძველი მარანი და დაიწყონ ბიზნესი. მარო ბებოს იმედი აქვს ღვინის ბიზნესის, რადგან მიხო პაპამ ისეთი ღვინის დაყენება იცის, არა მხოლოდ საქართველოს, ამერიკასაც კი გააოცებს.
    მოხო პაპას მეტი გზა არ აქვს, ეთნხმება მარო ბებოს, თორემ რა სჯობს კაკლის ძირში წამოგორებას?! ისინი ერთდ იწყებენ ფიქრს, როგორ დაიწყონ ბიზნესი. მათ ამ საქმიანობაში დიდ დახმარებას გაუწევს მიხო პაპას განუყრელი დიდყურა.
    მათი საქმიასნობა ასე იგეგმება:
    1. ყურძნის მომზადება გასაყიდად - ჩაალაგონ გოდორში სხვადასხვა სახის ყურძენი (საფერავი, რქაწითელი), დატვირთონ გოდრებით დიდყურას ურემი.
    ამ ეტაპზე საჭიროა დაიანგარიშონ გოდრების ოდენობა ყურძნის რაოდენობისა და სახეობის მიხედვით.
    2. ყურძნის გაყიდვა - ამ ეტაპზე უნდა დადგინონ, სად სჯობს ყურძნის გაყიდვა ქალაქად თუ სოფლად. უნდა გაითვალისწინონ დამატებითი ხარჯები ქალაქში წასვლის შემთხვევაში. გამოითვალონ შესაბამისი თანხები (სოფლად, ქალაქად), შეადგინონ და გადაწყვიტონ გაყიდვის ადგილი - ქალაქის თუ სოფლის ადგილობრივი ბაზრობა; შეარჩიონ ოპტიმალური ვარიანტი.
    3. მარნის მოდელის შერჩევა - სამშენებლო კომპანიის მიერ შემოთავაზებული სამი მოდელიდან მიხო პაპამ და მარო ბებომ უნდა შეარჩიონ მათთვის მისაღები მოდელი, რისთვისაც საჭიროა გამოთვალონ თანხები სამშენებლო მასალებისათვის, დაადგინონ მარნის ასაშენებლად საჭირო სრული თანხა თითოეულ შემთხვევაში.
    4. ბანკიდან კრედიტის გამოტანა -ამ ეტაპზე თამაშის გმირები შეარჩევენ ბანკის მიერ შემოთვაზებული პორობებიდან კრედიტის სახეს, თანხობრივ ოდენობას. ეძლევათ რამოდენიმე საკრედიტო პირობა. საუკეთესო ვარიანტის შესარჩევად სჭირდებათ მარტივი და რთული საპროცენტო განაკვეთის გამოთვლა.

    ფინანსური განაწილება: ითვალისწინებენ ყურძნის გაყიდვით მიღებულ თანხის ოდენობას; რა თანხა სჭირდება მარნის აშენებას; ბანკიდან აღებული კრედიტის პირობების (ბანკი მათგან ითხოვს ყოველ სამ თვეში მოხდეს გადასახადის შეტანა შეთანხმებული პროცესების მიხედვით); სავარაუდო ოჯახურ ბიუჯეტს.

    იმ შემთხვევაში თუ მიხო პაპა და მარო ბებო ოპტიმალურად დაგეგმავენ ფინანსურ პროცესს, მიიღწევა შედეგი - ანუ თამაშების ფინალში მოხდება ძველი მარნის განახლება.
    მიზნის მიღწევას ერთად ზეიმობენ მიხო და მარო ბებო და დიდყურა.
    თამაშის სცენარი ითვალისწინებს - მომხმარებლის მიერ არასწორად შერჩეული პასუხის შემთხვევაში მოხდეს დაბრუნება დასაწყისში;
    თამაშის დროს გათვალისწინებულ იქნება ამოცანის ამოხსნისას დროში შეზღუდვა.

    ReplyDelete
  49. გამარჯობათ, მარიამ გასაგებია ყველაფერი ახლა გიგას მივაწოდოთ ამოცანები, რომელიც ძალიან კარგად ქონდათ დამუშავებული თამარს და ლუდმილას..ლუდმილა გამოაქვეყნე ამოცანები...

    ReplyDelete
  50. giga meotxe suratze sadac marnebia, amocanis naxazze wina kedelze unda iyos kari da fanjara tavisi zomebit.

    ReplyDelete
  51. კარგით კუბზე კარს , პანჯარას , ყვავილებიან ქოთანსაც მივახატავ :D

    ეს ქალბატონმა მარიამმა რაც დაწერა მოკლე შინაარსია , თქვენგან ველი ყველა ტექსტს გაერთიანებულად გამომიგზავნეთ და შიგნით მიუთითეთ სად რა დავწერო ანუ ყველა ტექსტი ამოცანები , ისტორია , პასუხები , ფიქრები და ა.შ. მოკლედ ყველაფერი ერთ დოკუმენტში ჩამიწერეთ და გამომიგზავნეთ

    ReplyDelete
  52. მოგესალმებით ყველას, გიგზავნით ყველა ამოცანას– ერთად თავმოყრილს; გთხოვთ ყველამ გადახედოთ კიდევ ერთხელ.

    ReplyDelete
  53. ველოდები ტექსტებს, დღეს ან ხვალ მომაწოდეთ აუცილებლად

    ReplyDelete
  54. გიგა გამოგიგზავნე ამოცანები და სხვ.....

    ReplyDelete
  55. ზომებზე არ იყო მითითებული სიმაღლე რომელია, იმედია ასე იგულისხმეთ თქვენც

    http://i51.tinypic.com/68zf41.png

    საშენი მასალის მიხატვა არ გამომივიდა, ადგილი არ მაქვს, აქ რომ მიმეხატა არაფერი აღარ გამოჩნდებოდა

    მარნების ამოცანაში პირდაპირ ბანკის ღილაკია ანუ მოთამაშეს შეუძლია პირდაპირ გადასვლა ბანკში, თუმცა არ ეცოდინება მარნის ღირებულება რაც გაურთულებს და შეუძლებელს გახდის ბანკის ამოცანის გადაწყვეტას ანუ რომელი სესხი აირჩიოს

    ბანკის ამოცანაში ყველაზე დაბალი თვიური გადასახადი იქნება ალბათ სწორი :D

    რაც შეეხება ისტორიას, აქ იყო მხოლოდ ამოცანები, დასაწყისში რომ "ზღაპრის" შესავალია და მიხოს ფიქრები, ესენიც მჩირდება დასრულებული ვარიანტი

    ReplyDelete
  56. თამაშის დასასრულს მარანი რომელი მასალის ჩავსვა? როდესაც მოიგებს მოთამაშე, ნუ როცა წააგებს იგივე დანგრეული დახვდება.

    ReplyDelete
  57. გიგა ერთი ფანჯარა აქვს და ერთი კარი, ხოლო რაც შეეხება ზომებს სწორადაა. ფანჯარა ალბათ ჯობს მარჯვენა წახნაგზე დაუხატო.

    თუ სწორად მახსოვს მოვილაპარაკეთ, რომ სამივე მარანი ერთად უნდა დახატულიყო და რომელსაც ამოვირჩევდით ის გადიდდებოდა და ზომები და სხვა მონაცემები გამოჩნდებოდა მერე.

    ReplyDelete
  58. ფანჯარას გადავიტან გვერდით.

    http://i51.tinypic.com/68zf41.png

    ამ სქრინზე როგორც ჩანს ზევით მაქვს 3 მარანი დაბლა კი სიცარიელეა, თითოეულზე დაჭერის შემთხვევაში დაბლა გამოდის შესაბამისი ფანჯარა სადაც ამოცანა და ნახაზია

    ReplyDelete
  59. ქალბატონო თამარ რაც ზევით კომენტარში დავწერე ეგრე არ გვინდოდა? თუ სხვა აზრის ხართ მანდ როგორ უნდა მოხდეს გამოტანა ამოცანის და ნახაზის

    ReplyDelete
  60. მოგების ვარიანტში როცა მიხო მანქანით ბრუნდება მარანი რომელი მასალის დავახვედროთ?

    ReplyDelete
  61. თამაში თითქმის დავასრულე, დრო ასე გავანაწილე

    გოდრების ამოცანა – 5 წუთი
    ყურძნის გაყიდვის ამოცანა – 5 წუთი
    მარნების შერჩევის ამოცანა – 6 წუთი
    ბანკის ამოცანა – 6 წუთი

    თუ მოთამაშე ვერ ჩაეტევა დროში ავტომატურად გადავა მომდევნო ეტაპზე, ხოლო თუ ის ბანკის ამოცანას ვერ ამოხსნის დროზე, მაშინ ავტომატურად საბოლოო წაგების გვერდზე გადადის

    ReplyDelete
  62. 6 წუთი ცოტა არ არის მე-3 და მე-4 ამოცანებზე? ამ ეტაპზე თითოეული ხომ კიდევ სამი ქვეამოცანისაგან შედგება? განსაკუთრებით ბანკის ამოცანები!!! საზოგადოდ რა დროს მოვიაზრებთ მთლიანად თამაშის შესასრულებლად? ეს თამაში ხომ მოსწავლეებზე არის გათვლილი...
    ------
    მარნის მაკეტები თითქმის ერთნაირია, არჩევანიც თამაშისათვის პირობითია, თანხაც სამივე მარნიდან თითოეულს , როგორც გაირკვა ერთნაირად დასჭირდება.. ამიტომ შესაძლოა გამარჯვების შემთხვევაში ძალიან ლამაზი მარანიც კი დახვდეს...
    ----
    გიგა, თამაშის პირველი კადრებისათვის, როდესაც თამაშის გაცნობა ხდება,ჩემი გადმოგზავნილიდან ტექსტის რა ნაწილი ჩასვი? იყო როგორც ამბავი, ასევე საქმიანობის დაგეგმვაც...
    ------
    კარგი იქნებოდა სულ ერთი საათი მაინც რომ შევხვედროდით ყველა და ერთად გადაგვეხედა მთლიანობაში შენთან ერთად ყვეკაფრისათვის.
    ექნება თუ არა თამაშს განყოფილება, სადაც აღწერილი იქნება თამაშის წესი, ვთქვათ, თუ შეეშალა, რა მოხდება? რომელ ღილაკებს იყენებს(თუმცა ადვილი სამართავი იქნება ეს თამაში...), მაგრამ მაინც მოსწავლეები არიან, შესაძლოა თუ არა გამოტოვოს რაიმე ეტაპი, გადავა შემდეგზე? მართალია ამ შემთხვევაში მიზანს ვერ მიაღწევს, მაგრამ ხომ არ შეიძლება შემდეგ უკან დავრუნდეს და შეასრულოს გამოტოვებული დავალება?
    პატივისცემით მარიამ

    ReplyDelete
  63. გიგა როგორც მოგწერე ისე ჩასვი დრო; ანუ თითოეულ ამოცანას 5–5 წუთი მიეცი.მაგ მარნების ამოცანებს სულ 15 წუთი დასჭირდება, რადგან სამი ამოცანისგან შედგება. ბანკის ამოცანებს 20 წთ. შეიძლება სტუდენტისთვის ბევრია ეს დრო, მაგრამ მოსწავლეებისთვის არაა ბევრი.

    მომწონს ფანჯრის გვერდით გადატანის იდეა,კარგია;

    რაც შეეხება გამარჯვების შემთხვევაში ; ვეთნხმები მარის ვარიანტს, ალბათ ჯობს ქვის მარანი იყოს.

    ReplyDelete
  64. გიგა სურათზე მარნების ზემოთ "ბაზარი"რომ აწერია მგონი არაა საჭირო; ჯობს გზაზე მდგომი მიხო (შეიძლება ვირიც)ეხატოს და ფიქრში სამი სახის მარანი წარმოიდგინოს. მერე მოხდება არჩევის პროცესი. თუ შენთვის არაა ძალიან ძნელი იქნებ შეცვალო?

    ReplyDelete
  65. გიგა ალბათ უკვე თავი მოგაბეზრე, მაგრამ.......ამოცანის შინაარსი პირდაპირ დიდად რომ არ ჩანდეს ისე გააკეთე რაიმე ლამაზ ჩარჩოში ჩასვი სიტყვა"ამოცანა" და მაუსის მიტანის შემთხვევაში გადიდდეს და ჩამოიშალოს ამოცანა. საუბარია ყველა ამოცანაზე დაწყებული პირველიდან ბოლომდე.

    ReplyDelete
  66. ერთადერთი რისი შეცვლაც შემიძლია დროებია, ისიც არ ვიცი როგორ გამოვა კარგად იმიტომ რომ ბანკის ამოცანაში ტაიმერის ნაცვლად საათი დავხატე და ავამოძრავე, მოკლედ რამეს მოვიფიქრებ.

    ქალბატონო მარიამ თქვენ რაც მომეცით ის ტექსტი გამოვიყენე დასაწყისშიც და ყველა ამოცანის წინ წერია ტექსტი რომელიც ამზადებს მოსწავლეს მომდევნო ამოცანისთვის, არანაირი ინსტრუქცია არაა საჭირო რომ ნახავთ თამაშს მიხვდებით რატოც, სადაც საჭირო იყო მიწერია რა და როგორ უნდა გაკეთდეს.

    ქალბატონო თამარ მესმის რომ ზოგიერთი დეტალი ისე არაა როგორც გინდათ თუ გვინდა, უბრალოდ ესაა როგორც შევძელი რეალიზება ჩვენი იდეების, უფრო მეტს მარტო ვერ გავწვდები, მაპატიეთ. :))

    ReplyDelete
  67. ძალიან კარგი, ჩემთვის გასაგებია გიგა,პროგრამირება ძნელია, მე მგონი კარგი იქნება

    ReplyDelete
  68. ამგვარად, თითქმის ყველაფერი დასრულდა, საინტერესოა მთლიანობაში თამაშის ნახვა, არსებული ხარვეზები სიშორითაც იქნება განპირობებული...
    ნებისმიერი თამაშის, ფილმის, გაზეთის, წიგნის დამონტაჟება-დაკაბადონება პროგრამისტის, რეჟისორის ჟურნალისტის კომპიუტერთან ერთად ერთობლივ მუშაობას ითხოვს... მე თამარმა ვეცადეთ შეთანხმებას და ჩვენი მოსაზრებების თქვენამდე გადმოცემას
    --------
    პატივისცემით მარიამ

    ReplyDelete
  69. იმედია შრომა თავის ნაყოფს გამოიღებს.მადლობა ყველას თანამშრომლობისთვის.

    ReplyDelete
  70. მგონი ყველამ კარგად ვიშრომეთ. გიგა ახლა ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. მე და თამარი შევთანხმდით ამოცანებზე. მოუთმენლად ველი თამაშის სრულ ვერსიას. იმედია ჩვენი თამაში გააღვივებს მოსწავლეების ინტერესს მათემატიკის მიმართ . ყველას გვისურვებ წარმატებას!

    ReplyDelete
  71. მოგესალმებით, თქვენი სახით ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე, ველი თამაშის სრულ ვერსიას

    ReplyDelete
  72. გიგა, როდისთვის არის დაგეგმილი თამაშის დასრულება?
    პატივისცემით მარიამ

    ReplyDelete
  73. არ მეგონა ამდენ ხანს თუ მოგვიწევდა თამაშის ვერსიისთვის ლოდინი.

    ReplyDelete
  74. ბოდიშს გიხდისთ რომ ამდენს გალოდინებთ,თამაში ერთი კვირის წინ დავასრულე უბრალოდ კურატორისგან ველოდები მითითებებს და მაშინვე გადმოგიგზავნით თამაშს

    ReplyDelete
  75. მე მგონი ჯობს ყველას გადმოგვიგზავნოს გიგამ თამაშის მიმდინარე ვერსია. ცოტა ვითამაშოთ, გავტესტოთ და 1-2 დღის შემდეგ შევიკრიბოთ. შეხვედრაზე ვისაუბროთ თუ რამის გაუმჯობესება გვსურს და რადენადაა შესაძლებელი

    ReplyDelete
  76. თამაში ვნახე;ორი ამოცანის შემდეგ ვერ ვიპოვე პასუხები სად დავწერო ; შეცდომაა თუ მე მეშლება რამე?

    ReplyDelete
  77. მივხვდი რაშიცაა საქმე, თუმცა აჯობებდა მარნის ამოცანებში პასუხი სხვადასხვა ვარიანტიდან იყოს ამოსარჩევი;

    ReplyDelete
  78. ჩემი აზრები წაიკითხე. უბრალოდ გუშინ ინტერნეტი არ მქონდა და ვერ მოგწერეთ :D:D:D:D
    ბანკის ამოცანაში ხომ არ ჯობია ყველა ამოცანის ამოხსნის მერე გამოვიდეს სესხის აღების ღილაკი. ისე კიდე არსებობს გარტყმის საშუალება

    ReplyDelete
  79. გეთანხმები ლუდა;

    გიგა ვიცი რომ შენთვის ძნელია გადაკეთება, მაგრამ უნდა მოახერხო როგორმე მარნის ამოცანებს პასუხები დაამატო და ბანკის ამოცანებშიც იყოს ამოსარჩევი ვარიანტი;

    ReplyDelete
  80. ჯერ გავტესტოთ თამაში და მერე, ვნახოთ

    ReplyDelete
  81. რომც შემეძლოს ვიზუალურად ჩამატება პასუხების(არც ვიცი სადღა ან როგორ უნდა ჩავჭეჭყო, თქვენ მთხოვთ თამაშის ლოგიკა და ალგორითმი შეიცვალოს სრულად, პასუხები რომც დავამატო ლოგიკა მითხარით აბა თამაშის, ვთქვათ მარნების ამოცანაში პირველი მარნის ფართობი დათვალა და დააჭირა სწორ პასუხს, გადადის ბანკში და წარმოდგენა არ აქვს რა ხდებოდა იმ დარჩენილ ორ მარანზე , ზუსტად იგივეა ბანკის ამოცანაზე თუ დათვალა პირველი შემოთავაზების თვიური გადასახადი და სწორედ უპასუხა (რა გამოდის ბავშვი სწორედ ხსნის და ბოლოს მაინც დიდი წითელი ასოებით "წააგე" იწერება) ანუ პასუხებს თუ ჩავსვავ ლოგიკურად გამოდის რომ ბანკის ამოცანაში მაშინაც კი თუ ის არაოპტიმალურ შემოთავაზებას აირჩევს ქვეპასუხებში აირჩევს "სწორს" მაშინ ეს სწორია თუ არასწორი?

    ReplyDelete
  82. გიგა გასაგებია, რომ ძნელია ახლა ალოგრითმის შეცვლა, ანუ პროგრამის ალგორითმი ახალად უნდა დაიწეროს ეს იგივე მოცულობის პროგრამაა რაც აქობამდე გააკეთე. მე მომწონს ხალხნო, გიგას ვთხოვთ პროფესიონალის დონეზე პროგრამის წერას, რაც ეხლა ვნახე არც თუ ისე ცოოტაა სტუდენტისათვის, თქვენ ალბათ პროგრამა არ გიწერიათ და არ იცით თუ როგორ ძნელია, რაც მან გააკეთა ყოჩაღ გიგაა.

    ReplyDelete
  83. ბატონო ზურაბ თქვენს კომენტარზე კარგად ვიცინე...
    იცი რა შთაბეჭდილება დამრჩა? მამაკაცმა– მამაკაცს მხარი დაუჭირა; რადგან ჩავერთეთ ამ პროგრამაში ცოტა უნდა ვიწვალოთ კიდეც,აბა როგორ გინდათ?
    გიგა გთხოვ ნუ გეწყინება როცა რამის გაკეთებას გთხოვთ, რადგან ჩვენ მასწავლებლებს გვიწევს უამრავ ბავშვთან ურთიერთობა; შესაბამისად როგორ სჯობს ამოცანის მიწოდება ჩვენი გადასაწყვეტია,ვიზუალურად თუ შესაძლებელია და გაგვიფორმებ როგორც გთხოვთ მადლობლები დაგრჩებით.

    ReplyDelete
  84. ქალბატონო თამარ გასაგებია თქვენი აზრი და რათქმაუნდა გეთანხმებით რომ თქვენ უფრო კარგად იცით როგორი სახით უნდა მიეწოდოს ბავშვს ამოცანა, მაგრამ ჩემთვის ბუნდოვანია ლოგიკა მაგ შემთხვევაში(ჩემს წინა კომენტარს თუ გადახედავთ ნახავთ რაზეც ვსაუბრობ). თქვენ მთხოვთ რომ თამაშის სტურქტურირება სრულიად ახლიდან მოვახდინო შეიძლება, თქვენ შეიძლება ვერ ხვდებით რატომ მომიწევს ახლიდან გაკეთება, უბრალოდ პროგრამირებაში, ალგორითმის წერისას ლოგიკის შეცვლა იწვევს მის სრულიად ახლიდან დაწერას შიგნით ასეთი დონის მოდიფიცირება "ლოგიკურად" არის შეუძლებელი. რაც შეეხება წყენას :D არაფერი არ მწყინს და ბრწყინვალედ მესმის თქვენი აზრი და მოთხოვნები(თქვენს ადგილზე იგივენაირად მოვიქცეოდი :D )უბრალოდ ჩემს ამჟამინდელ პროგრამირების ცოდნას აქვს პატარა ზღვარი და ვერ შევძლებ დროის ამ მონაკვეთში ასეთი ცვლილებების განხორციელებას. :)))

    ReplyDelete
  85. სასაცილო იქ რა ნახე ვერ გავიგე, ახლა დავრწმუნდი, რომ პროგრამირებაში არ ქავთ საერთოდ წარმოდგენა და იმიტომ გაგეცინათ, ელემენტარულლი ამოცანა რომ დააპროგრამო, თუნდაც ტურბო პასკალში რამდენი ბრძანება და ლოგიკური ოპერაცია ჭირდება,,პროგრამირებას რომ ასწავლიდე გეცოდინებოდა..მაგრამ არა უშავს ისწავლი...დრო წინ გაქვს

    ReplyDelete
  86. გიგა მაგაზე მეტს ჯერ ვერ შეძლებ, შენ დიდი მომავალი გაქვს თუ გააგრძელებ პროგრამირება დახვეწო და მეტი ისწავლო..ზურა

    ReplyDelete
  87. ბატონო ზურაბ მადლობა არაჩვეულებრივი შეფასებისთვის.

    ReplyDelete
  88. ჩემო კარგო კოლეგავ, მე საწყენად არაფერი არ მითქმია, სიტყვა "თქვენს კომენტარზე კარგად ვიცინემ" გამოიწვია,
    გამიკვირდა სასაცილო რომელი კომენტარი გავაკეთე მეთქი, კომენტარს რომ ვწერდი პროგრამირებას ვგულისხმობდი.. ასე რომ შეფასების რა მოგახსენო..

    ReplyDelete
  89. ქალბატონო თამარ ჩემს კომენტარებს გადახედეთ და გთხოვთ მომწეროთ ლოგიკური განვითარებები ამოცანათა ამოხსნის შემთხვევაში და შევეცდები რამე მოვიფიქრო, ესე უბრალოდ რომ მეუბნებით ეს და ეს შეცვალეო ალბათ თქვენ ვერ ხვდებით მე რას ვგულისხმობ "ლოგიკის" ცვლილებაში ანუ თუ ბავშვი არაოპტიმალური ამოცანის სწორ ვარიანტს აირჩევს, მე როგორ გავარკვიო ის მართალია თუ სწორი ანუ შედეგი წაგებაა თუ მოგება. :))

    ReplyDelete
  90. მოგესალმებით!
    გიგა თქვენი კამათიდან გამომდინარე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ შენ ვერ გაიგე რა გვინდა მე და თამარს. მოგიყვან უბრალოდ მაგალითს: როდესაც შენ გამოგვიგზავნე თამაში მე ყველაზე მეტად დასასრულის ვიზუალური მხარე მაინტერესებდა, როდესაც ბანკის ამოცანებამდე ჩავედი დავაჭირე პირველ ბანკირს და ღილაკს სესხის აღება, ისე რომ ამოცანა არც კი ამომიხსნია. შედეგი ვერ მივიღე. ამიტომ შემდეგ დავაჭირე მეორე ბანკირს და შედეგიც მივიგე. იგივე შეიძლება გააკეთონ მოსწავლეებმაც და ჩვენი მიზანი კი არის რომ ბავშვმა ჯერ ოთხივე ამოცანა ამოხსნას, ხოლო შემდეგ აიღოს სესხი. ამიტომ ისევე როგორც მარნის ამოცანებში ჯობია სესხის აღების ღილაკი გამოჩნდეს ოთხივე ბანკირზე დაწკაპუნების შემდეგ. და ანიმაციური მხარე კი ძალიან მომეწონა და ძალიან კმაყოფილი დავრჩი!!! :)

    ReplyDelete
  91. გიგა, ამ ბოლო თხოვნის გათვალისწინებაც შეუძლებელია???

    ReplyDelete
  92. Email–ზე გადმოგიგზავნეთ ყველას მაგ თხოვნაგათვალისწინებული ვერსია.:))

    ReplyDelete
  93. როგორც ვიცი, ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ თამაშში გამოსწორდა ის მცირეოდენი ხარვეზები, რომლებიც იყო. გიგზავნით თამაშის სქემას, რომელსაც თან ერთვის რამოდენიმე შენიშვნა, რომელთა გათვალისწინება, ჩემი აზრით, ამ თამაშს უფრო საინტერესოს გახდის. მიყევით ამ ბმულს:
    https://sites.google.com/site/mathgamemikho/

    ReplyDelete
  94. მე ხვალ (19 აპრილს) უკვე ვატარებ მეცადინეობას გიგას ბოლო მოდელის მიხედვით. თუ გასწორდება თქვენი ვარიანტით, უკეთესი იქნება, მაგრამ მას მომდევნო მეცადინეობებზე გამოვიყენებ. ხვალის მეცადინეობას კი ვერ გადავდებ. უკვე შეთანხმებულია სკოლასთან, მოსწავლეებთან....
    მარიამ

    ReplyDelete
  95. მე უკვე ჩავატარე გაკვეთილი ძველი ვერსიიით და ძალიან კარგი იყო

    ReplyDelete
  96. ეს უბრალოდ შემოთავაზება იყო. თუ ძველი ვერსია კარგად მუშაობს გაკვეთილებზე, იყოს ძველი. გაკვეთილის გარეშე, რამდენად შესაძლებელია ამ თამაშით დაინტერესება ეს არ ვიცი

    ReplyDelete
  97. ბოლო ვარიანტი ვნახე. მე მგონი ნორმალურია

    ReplyDelete
  98. ყველას მოგესალმებით!
    როდესაც მივიღე გიგას გამოგზავნილი თამაშის პირველი, დასრულებული ვარიანტი ჩავატარე კათედრის სხდომა და გავაცანი მათემატიკის მასწავლებლებს ჩვენი თამაში. ამის შემდეგ ჩავატარე თამაშის ტესტირება მოსწავლეებში. ბავშვებმა გამოავლინეს დიდი ინტერესი, მე კი დავრწმუნდი რომ , ბანკის ამოცანებში დახმარების ღილაკმა გაამართლა თავისი დანიშნულება. მაგრამ თამაშის ბოლო შესწორებული ვერსია გაცილებით კარგია ვიდრე პირველი, რის გამოც 20.04–ში ჩავატარე მოსწავლეების სხვა ჯგუფთან თამაშის საბოლოო ვერსიის ტესტირება. პირველი და მეორე ეტაპი ყველა მოსწავლემ დაბრკოლების გარეშე გაიარა, ხოლო მესამეზე და მეოთხეზე დასჭირდათ დაფიქრება, ამიტომ ზოგს არ ეყო დრო.

    ReplyDelete
  99. თუ გნებავთ გადმოგიგზავნით იმ ვერსიას სადაც დროს გავზრდი იქამდე რამდენსაც მეტყვით.

    ReplyDelete
  100. არა. არ არის საჭირო დროის გაზრდა. ეცადონ თვითონ ჩაეტიონ დროში. შემოთავაზებისთვის მადლობა

    ReplyDelete
  101. მეც ჩავატარე გაკვეთილი ჩემი გაკვეთილის დაგეგმვის მიხედვით, ჯგუფებში გადანაწილებამ დროის უკმარისობის პრობლემა მოხსნა ბოლო ამოცანებში, ასე რომ ვფიქრობ საკმარისი დროა დადებული ამოცანებზე.

    ReplyDelete
  102. აღდგომას გილოცავთ! ! ! !
    ------------
    გაკვეთილი ჩავატარე 19 აპრილს. ახალი მეთოდოლოგიაა და მოსწავლეების მხრიდანაც ბუნებრივია დადებითი ემოციებია. თამაში ქართულ ენაზეა, თამაშის გმირებიც მათთვის ნაცნობი სახეებია. ჩემი მეცადინეობა ინტეგრირებული იყო ეკონომიკასთან, ნახეთ ალბათ გაკვეთილის გეგმა.
    --
    ახლა სხვა კლასებში მოვახდენთ თამაშის აპრობაციას მათემატიკის გაკვეთილებზე.
    -------
    თუ ეს თამაში ისეთი არ გამოგვივიდა, როგორიც უფრო გვენდომებოდა, შემდეგში ვიზრუნოთ ამაზე.
    -------
    გისურვებთ წარმატებებს! ! ! ! !

    ReplyDelete
  103. მიიღეთ ანგარიშის ფორმა?

    ReplyDelete