თამაშის სასწავლო მიზნები
გეომეტრიული ფიგურების ზომების დადგენა-შეფასება
სხვადასხვა სახის (მარტივი და რთული ) საპროცენტო განაკვეთის შედარება
პრაქტიკიდან მომდინარე სხვადასხვა პრობლემების გადაჭრა
პრაქტიკული საქმიანობის ოპტიმალური დაგეგმვა
ფინანსური წიგნიერების განვითარება
როგორ შეგიძლიათ მიუსადაგოთ ეროვნულ სასწავლო გეგმას?
ყოველივე ზემოაღნიშნული გათვალიწინებულია მათემატიკის საგნობრივ პროგრამაში.
თამაშის სიუჟეტი
იყო და არა იყო რა, იყო ერთი მიხო პაპა და მარო ბებო, დანატოვარი ძველი მარნითა და პატარა ოდა სახლით. მათი მწირი შემოსავალი მხოლოდ თავის გატანისათვის კმაროდა.
- გადის მიხო პაპა სახლიდან კაკლის ქვეშ, წამოწვება, მარო ბებო(თავზე კოპლებიანი თავსაფარი აფარია და არის კახელი გლეხი ქალის ტიპი) თავზე ადგას და დაცქერის ფიქრებში შესულ მიხო პაპას.
- პაპა ფიქრობს: …(ყოველთვიური შემოსავალია ჩასაწერი)…, წელს ყურძნის მოსავალიც კარგია, კარგ ფასში გავყიდი, ბანკიდანაც სესხს გამოვიტან, ახალ მარანს ავაშენებ, მარანი კარგ მოგებას მომიტანს, ვიყიდი მანქანას და ცხოვრებას მოვიწყობო.
- დგას მიხო გოდრებისა და ყურძნის წინ , ეკრანზე გამოდის ამოცანა:
„მიხომ აიღო ყურძნის მოსავალი, საფერავი 0,6 ტონა და რქაწითელი 0,9 ტონა, რამდენი გოდორი დასჭირდება მიხო პაპას ყურძნის გადასაზიდად, თუ გოდორში 25 კგ ყურძენი ეტევა“ - მიხო პაპა ზის ურემზე, ურემში ვირია შებმული და ყურებს აბარტყუნებს, ურემზე დატვირთულია ყურძნით სავსე გოდრები. პაპას ვერ გადაუწყვეტია საით წავიდეს სახლში თუ ბაზარში. გამოდის ამოცანა: „თუ პაპა ადგილზე გაყიდის ყურძენს, 1კგ საფერავში 1,1 ლარს, ხოლო 1კგ რქაწითელში 0.9 ლარს გადაუხდიან, ბაზარში თუ გაიტანს, მაშინ შესაბამისად 1.3 ლარს და 1,1 ლარს. რამდენი ლარით მეტი დარჩება ყურძნის ბაზარზე გატანის შემთხვევაში, თუ დამატებითი ხარჯი 270 ლარს შეადგენს (მარნის არჩევისას გამოსაყენებელი ამოცანები: 5-6-7)
- რამდენი ლარი დაუჯდება მიხოს მარნის აშენება თუ მისი ზომები მოცემულია ნახაზეე, აგურის ზომა არის 10x20 სმ-ში და ერთი აგურის ფასი 40 თეთრია. თუ ვიცით, რომ კარისა, ფანჯრისა და სახურავის ფასი 1625 ლარია.
- რამდენი ლარი დაუჯდება მიხოს მარნის აშენება, თუ მისი ზომები მოცემულია ნახაზზე:ბლოკის ზომა არის 20x40x10 (სმ) და ერთი ბლოკის ფასი 80 თეთრია.თუ ვიცით, რომ დამატებითი ხარჯი 2312,5 ლარია
- რამდენი ლარი დაუჯდება მიხოს მარნის აშენება, თუ მისი ზომები მოცემულია ნახაზზე: 1კვ.მ ქვის ფასი 20 ლარია, მარანის ასაშენებლად დამატებითი ხარჯია 1625 ლარი.
- მიხო პაპა მიდის ბანკში. ბანკი თავაზობს პაპას სხვადასხვა სამომხმარებლო 1 წლიან პაკეტს. პაპამ უნდა შეარჩიოს ოპტიმალური ვარიანტი.(დახმარება მარტივი და რთული პროცენტის დარიცხვის წესის განმარტებები)
ვარიანტები: - თუ მიხო პაპა გამოიტანს 1500 ლარს, მარტივი პროცენტის დარიცხვის წესით ყოველ თვიურად, მაშინ ბანკი თვეში ითხოვს 1.6% .
- თუ გამოიტანს 1500 ლარს მარტივი პროცენტის დარიციხვის წესით ყოველ 3 თვეში , მაშინ ბანკი ითხოვს 4,5%-ს
- თუ გამოიტანს 1500 ლარს რთული პროცენტის დარიცხვის წესით ყოველ თვიურად ბანკში გადაიხდის მთლიანი თანხის 1,2 %
- თუ გამოიტანს 1500 ლარს რთული პროცენტის დარიცხვის წესით ყოველ 3 თვეში, ბანკში შეიტანს მთლიანი თანხის 3.7%
შენიშვნა: საჭიროა მარტივი და რთული პროცენტის დარიცხვის კომპიუტერულ დახმარებაში (Help) გადატანა
გარეგნული სახე
- მიხო პაპას პორტრეტი: ტიპიური კახელი გლეხი წელზე ქამრითა და გალიფე შარვლით, ღიპით ,ულვაშებით, თავზე კახური ქუდით.
- მარო თავზე წაკრული, გრძელი კაბით და წინსაფარით.
- ურემი ვირით.
- როდესაც მიხო პაპა მიდის სადმე გამოჩნდება მარტივი ანიმაცია: დაკლაკნილი გზა და მოძრავი ურემი შორიდან.

მოგესალმებით....აბა ნახეთ ხომ არ აჯობებს პირველი ამოცანა ასე, რომ შეგვეცვალა? მიხო პაპამ 1,5ტ. ყურძნის მოსავალი მიიღო.მოსავლის 40% საფერავის ჯიშის ყურძენია, დანარჩენი კი-რქაწითლი. რამდენი გოდორი დასჭირდება მიხო პაპას ყურძნის გადასაზიდად, თუ გოდორში 25 კგ ყურძენი ეტევა? (აქვე რომ იყოს წრიული დიარამა ორი სხვადასხვა ფერის სექტორით და ყურძნის ჯიშების წარწერით შესაბამის სექტირში)... მაინტერესებს თქვენი აზრი.
ReplyDeleteმე მგონი კარგი იდეაა. მიხო პაპამ გამოცდილებით იცის რამდენი რამდენი პროცენტი საფერავია და რამდენ მოსავალს იღებს. თანაც ამოცანაც ოდნავ გართულდება
ReplyDeleteმეც გეთანხმებით , ამოცანა ოდნავ რთულდება და დიაგრამაც არ არის პრობლემა , რაც შეეხება მუშაობის მიმდინარეობას , თამაშის ტექნიკური მხარე თითქმის დასრულებულია ახლა ვიწყებ ჩემთვის ყველაზე რთულ მხარეს , ვიზუალურს და ანიმირებას. თქვენგან ველი ყველა ამოცანის, ამბის და დახმარების(HELP-ის)დასრულებული ვარიანტის ტექსტებს და მათ სწორ თუ არასწორ პასუხებს.
ReplyDeletemogesalmebit,zalian kargia,mainteresebs tamashis dasawyisi,amocanebs xeli agar axlot.
ReplyDeleteრატომ ხარ წინააღმდეგი თუ ამოცანები ცოტა დაიხვეწება ვერ ვგებულობ. რიცხვები არ იცვლება, უბრალოდ პროცენტის გამოთვლა დაემატება.
ReplyDeleteბევრი ვიფიქრე სათაურზე,აბა ნახეთ, ხომ არ ჯობია დავარქვათ
ReplyDelete"ოცნება თუ რეალობა"?!
ან
"ბიზნეს-ოცნება თუ რეალობა"?!
ტექნიკურად სათაურის ან ნებისმიერი ამოცანის ტექსტის შეცვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მემგონი სათაურის შეცვლა უკვე აღარ არის შესაძლებელი, ზუსტად არ ვიცი. თუმცა ალბათ ეგეც თქვენი და კურატორის გადასაწყვეტია :)
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDeleteსათაური? ”მიხო პაპას მარანი” არ გვინდა? ისე მართალია. ცოტა კომიკური ელფერი აქვს. ”ოცნება თუ რეალობა” კარგია, მაგრამ ძალიან აბსტრაქტულია. კოლორიტული რამეები არ ჩანს - მარანი და ა.შ.
ReplyDeleteმოგესალმებით და ქართველ მანდილოსნებს მოგილოცავთ 8 მარტს, რაც შეეხება სათაურს ხელი არ ახლოთ
ReplyDeleteშევთანხმდით, რომ სათაურს ასე დავტოვებდით, თამაშია ბობო ბოლო, რაც არ უნდა იყოს, ნუ მიუდგებით სამეცნიერო ნაშრომის სახით. თამაშია რა..
ReplyDeleteგასაგებია თქვენი აზრი. არც ბოლო ამოცანების ტექსტი არ დავხვეწოთ?
ReplyDeleteქალბატონებო სად ხართ? გამოთქვით თქვენი აზრიც........
ReplyDeleteმოგესალმებით, თამარ ქალებს უხმობ, რომ დაგეხმარონ მე რა ვქვა...ხა,,ხა,, აუცილებლად ბოლო ამოცანების შესწორება და ჩამოყალიბება აუცილებელია. გეთანხმები/
ReplyDeleteკარგია, რომ რაღაცაში მაინც დამეთანხმე.
ReplyDeleteმარიკუნა
ReplyDeleteგამარჯობათ.
ReplyDeleteმოსაზრებები
1. ვეთანხმები თამარის მოსაზრებას. ნამდვილად უკეთესი იქნება ამოცანის ასეთი დასმა.
2. ვფიქრობ სჯობია - შეცვალოს ასე - 1 კვ.მ ფართობის კედლის აშენება ქვით ღირს 20 ლარი
3. ხომ არ სჯობს შეიცვალოს მიზნების დალაგება ასეთ თანამიმდევრობით?
ა)პრაქტიკული საქმიანობის ოპტიმალური დაგეგმვა
ბ)ფინანსური წიგნიერების განვითარება
გ)პრაქტიკიდან მომდინარე სხვადასხვა პრობლემების გადაჭრა
. გეომეტრიული ფიგურების ზომების დადგენა-შეფასება
. სხვადასხვა სახის (მარტივი და რთული ) საპროცენტო განაკვეთის შედარება
4. აგურისათვის საჭიროა სამი განზომილება, როგორც ბლოკზე, მაგალითად 20 -10-15, მოსწავლემ თვითონ აარჩიოს გარე წახნაგი, რომლით სჯობს აშენება , (ჩვენ მითითებული გვაქვს მხოლოდ ორი განზომილება)
5. ოდა სახლი კახეთის სახლზე არ ითქმის!!!!!!!!!!!!!!!!!!! ითქმის ქვიტკირის სახლი
ასე შევცვალოთ - დანგრევის პირას მისული ქვიტკირის სახლით
თამაშის სიუჟეტის აღწერა არ მომწონს. ვფიქრობ მის ცვლილებაზე.
ასე ხომ არ დაგვეწყო???
თამაშის გმირები მიხო პაპა და მარო ბებო არიან
(ნაცვლად - იყო და არა იყო რა, იყო ერთი მიხო პაპა და მარო ბებო,) დანატოვარი მამაპაპეული ძველი მარნითა და დანგრევის პირას მისული ქვიტკირის სახლით. (და არა - პატარა ოდა სახლით). მათი მუდმივი ფიქრის საგანი ძველი მარნის განახლება და ღვინის წარმოებაა, მაგრამ ამისათვის ბევრი ფულია საჭირო!!! მათი მწირი შემოსავალი კი მხოლოდ თავის გატანისთვის თუ კმარა! ! !
ერთხელაც მარო ბებო მეზობლებიდან გახარებული დაბრუნდა და მიხო პაპას ახარა... მგონი გვეშველა, ბანკი კრედიტს იძლევაო. მოსვენება აღარ მისცა მიხო პაპას. შემოდგომაა, მალე რთველიც გვექნება, გავყიდოთ ყურძენი, გამოვიტანოთ ბანკიდან კრედიტი, შევაკეთოთ მარანი და ჩვენც ჩვენი მცირე ბიზნესი გვექნებაო. ისეთი ღვინის დაყენება იცი, მთელი საქართველო და ამერიკაც კი გაგიცნობსო!!!!
რაღა გზა ჰქონდა მიხო პაპას. დაიწყო ფიქრი, როგორ გაეყიდა მოსავალი, დამატებით რამდენი ლარი უნდა გამოეტანა ბანკიდან, რომ მარო ბებოსათვის ოცნებაც აეხდინა და თანაც რისხვა არ დაემსახურებინა, თორემ რა სჯობდა კაკლის ძირში წამოგორებას?!
მარიკუნა მიხარია რომ გამოჩნდი.......
ReplyDeleteმოგესალმებით, თქვენ ზღაპრის გამოქვეყნებას ხომ არ აპირებთ, ტექსტში რა ეწერება ოდა თუ სახლი მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ამ ეტაპზე ამოცანებიც რომ არ მიაწოდოთ ისიც შეიძლება, ახლა მთავარია პროგრამისტმა შექმნას თამაშის სწორი ალგორითმი და თამაშის მოხატულობა და მსვლელობა ჩვენს აზრს დაემთხვეს..
ReplyDeleteეს მოსაზრება და შენიშვნები მარიამ ბაგრატიონისაა
ReplyDeleteგამარჯობათ.
მოსაზრებები
1. ვეთანხმები თამარის მოსაზრებას. ნამდვილად უკეთესი იქნება ამოცანის ასეთი დასმა.
2. ვფიქრობ სჯობია - შეცვალოს ასე - 1 კვ.მ ფართობის კედლის აშენება ქვით ღირს 20 ლარი
3. ხომ არ სჯობს შეიცვალოს მიზნების დალაგება ასეთ თანამიმდევრობით?
ა)პრაქტიკული საქმიანობის ოპტიმალური დაგეგმვა
ბ)ფინანსური წიგნიერების განვითარება
გ)პრაქტიკიდან მომდინარე სხვადასხვა პრობლემების გადაჭრა
. გეომეტრიული ფიგურების ზომების დადგენა-შეფასება
. სხვადასხვა სახის (მარტივი და რთული ) საპროცენტო განაკვეთის შედარება
4. აგურისათვის საჭიროა სამი განზომილება, როგორც ბლოკზე, მაგალითად 20 -10-15, მოსწავლემ თვითონ აარჩიოს გარე წახნაგი, რომლით სჯობს აშენება , (ჩვენ მითიტებული გვაქვს მხოლოდ ორი განზომილება)
5. ოდა სახლი კახეთის სახლზე არ ითქმის!!!!!!!!!!!!!!!!!!! ითქმის ქვიტკირის სახლი
ასე შევცვალოთ - დანგრევის პირას მისული ქვიტკირის სახლით
თამაშის სიუჟეტის აღწერა არ მომწონს. ვფიქრობ მის ცვლილებაზე.
ასე ხომ არ დაგვეწყო???
თამაშის გმირები მიხო პაპა და მარო ბებო არიან
(ნაცვლად - იყო და არა იყო რა, იყო ერთი მიხო პაპა და მარო ბებო,) დანატოვარი მამაპაპეული ძველი მარნითა და დანგრევის პირას მისული ქვიტკირის სახლით. (და არა - პატარა ოდა სახლით). მათი მუდმივი ფიქრის საგანი ძველი მარნის განახლება და ღვინის წარმოებაა, მაგრამ ამისათვის ბევრი ფულია საჭირო!!! მათი მწირი შემოსავალი კი მხოლოდ თავის გატანისთვის თუ კმარა! ! !
ერთხელაც მარო ბებო მეზობლებიდან გახარებული დაბრუნდა და მიხო პაპას ახარა... მგონი გვეშველა, ბანკი კრედიტს იძლევაო. მოსვენება აღარ მისცა მიხო პაპას. შემოდგომაა, მალე რთველიც გვექნება, გავყიდოთ ყურძენი, გამოვიტანოთ ბანკიდან კრედიტი, შევაკეთოთ მარანი და ჩვენც ჩვენი მცირე ბიზნესი გვექნებაო. ისეთი ღვინის დაყენება იცი, მთელი საქართველო და ამერიკაც კი გაგიცნობსო!!!!
რაღა გზა ჰქონდა მიხო პაპას. დაიწყო ფიქრი, როგორ გაეყიდა მოსავალი, დამატებით რამდენი ლარი უნდა გამოეტანა ბანკიდან, რომ მარო ბებოსათვის ოცნებაც აეხდინა და თანაც რისხვა არ დაემსახურებინა, თორემ რა სჯობდა კაკლის ძირში წამოგორებას?!
!!!!
რაც შეეხება მიხო პაპას გარეგნულ სახეს, ასეთი ტიპაჟი ქართლის მხარეს უფრო ეკუთვნის.
(თუ ამ ფონის გამოყენებას აპირებთ!!!!!!!!!!)
კახელი ტიპიურ კაცს აქვს მხოლოდ ულვაში; მრგვალი, ფუმფულა ღაჟღაჟა დაბროწილი ლოყები, ახურია შავი კახური ქუდი. შეთანხმების თანახმად ის კახური ტიპის ეზოში კაკლის ძირში უნდა იყოს წამოგორებული, ჩანდეს ძველისძველი მარანი, ეზოში დიფყურა უნდა ბალახობდეს.
-
არც მარო ბებო არის კახელი ქალის ტიპაჟი. მოსახვევი აუცილებლად წინწკლებიანი სჯობს.
ჯერ დაელოდეთ პროგრამისტს, როგორ წარმოადგენს თამაშს და მერე აკეთეთ კომენტარები, მარო ბებოს კოპლებიანი თავსახური უნდა ეფაროს თუ მიხო პაპას ულვაშები რამხელა უნდა ჰქონდეს>>>>>>
ReplyDeleteრამოდენიმე სურათს წარმოგიდგენთ და თქვენი აზრი მითხარით რამე თუ არ მოგეწონებათ
ReplyDeletehttp://i56.tinypic.com/bhc7yc.jpg
http://i56.tinypic.com/1zyk5l1.jpg
http://i54.tinypic.com/2ijk9bo.jpg
(ბოლო სურათში "მიხო" და "მარო" დასამუშავებელია :D, ხოლო "ვირი" თავისი ურმით დასამატებელი)
უბრალოდ თქვენი მოსაზრება მაინტერესებს, მემგონი კაი გამოვიდა :))
ახლა სადა ხართ, ახლა იწყება აზრის გამოთქმა და შეთანხმება, ჯერ თქვენი აზრი მაინტერესებს ქალბატონებო
ReplyDeleteთქვენ რას იტყვით ბატონო ზურაბ?
ReplyDeleteჩემი აზრით პირველ სურათზე ძროხების ნაცვლად ან ყურძენი, ან ვენახი, ან რთველის შესაბამისი ნახატი აჯობებდა.
ReplyDeleteგიგა ესაა მეორე გვერდზე დასაწერი მარის შესწორებული ვერსია.თუ გაითვალისწინებ და ასე დაწერ მგონი აჯობებს.
ReplyDeleteთამაშის გმირები არიან მიხო პაპა და მარო ბებო, დანატოვარი მამაპაპეული ძველი მარნითა და დანგრევის პირას მისული ქვიტკირის სახლით.მათი მუდმივი ფიქრის საგანი ძველი მარნის განახლება და ღვინის წარმოებაა, მაგრამ ამისათვის ბევრი ფულია საჭირო!!! მათი მწირი შემოსავალი კი მხოლოდ თავის გატანისთვის თუ კმარა.
ერთხელ მარო ბებო მეზობლებიდან გახარებული დაბრუნდა და მიხო პაპას ახარა... მგონი გვეშველა, ბანკი კრედიტს იძლევაო. მოსვენება აღარ მისცა მიხო პაპას. შემოდგომაა, მალე რთველიც გვექნება, გავყიდოთ ყურძენი, გამოვიტანოთ ბანკიდან კრედიტი, შევაკეთოთ მარანი და ჩვენც ჩვენი მცირე ბიზნესი გვექნებაო. ისეთი ღვინის დაყენება იცი, მთელი საქართველო და ამერიკაც კი გაგიცნობსო!
რაღა გზა ჰქონდა მიხო პაპას. დაიწყო ფიქრი, როგორ გაეყიდა მოსავალი, დამატებით რამდენი ლარი უნდა გამოეტანა ბანკიდან, რომ მარო ბებოსათვის ოცნებაც აეხდინა და რისხვა არ დაემსახურებინა, თორემ რა სჯობდა კაკლის ძირში წამოგორებას?!
გასაგებია, ესეიგი ძროხები დავკლათ და ყურძენი მოვაშენოთ :D, კარგით მაგრამ ჯერ ყველას აზრს დაველოდები, იდეების კონფლიქტი, რომ არ მოხდეს. რაც შეეხება ტექსტს, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ამოცანების, ისტორიის, პასუხების და "თამაშის შესახებ"ტექსტების საბოლოო ვარიანტი ყველა ერთად შეთანხმდით და გადმომიგზავნეთ MAIL–ზე დაახლოებით 25 რიცხვისთვის.
ReplyDeleteმოგესალმებით ყველას! ბოდიშს გიხდით რომ ცოტა გვიან შემოგიერთდით მაგრამ გამოვსწორდები. დიდი ყურადღებით გადავიკითხე თქვენი მოსაზრებები და ისევ ჩემი თავი ბორჯომში წარმოვიდგინე, ისევ ყველას ჩვენ–ჩვენი აზრი გვაქვს. ეხლა ჩემს მოსაზრებებს გაგაცნობთ. მე პირადად ძალიან მომეწონა პირველი ამოცანის ინტორპრიტაცია ისე, როგორც თამარმა შემოგვთავაზა, მაგრამ...,თუ ეგრე ვიკამათეთ მე მგონი არაფერი გამოგვივა, მოდით ყველამ სათითაოდ, თავიდან ბოლომდე, ჩამოვაყალიბოთ ყველა ამოცანა თავის პასუხებით და ავირჩიოთ ყველაზე მისაღები ვარიანტი. და კიდევ, ვზღუდავთ, თუ არა ამოცანის ამოსახსნელ დროს? თუ კი, მაშინ რა დრო დავუთმოთ თითოეულ ამოცანას? ძროხები დავკლათ, მოვაშენოთ ვაზი :D:D
ReplyDeleteგიგა, შენ რაც გაგატანეთ, ამოცანების ნახაზები, მათზე სამი განზომილება არ იყო მითითებული აგურზეც და ბლოკზეც?
ReplyDeleteაგურზე მხოლოდ 2 განზომილებაა და საკმარისიც არის ბლოკზეც მოსაშორებელია სისქე, იმიტომ რომ სისქე ალბათ 1 ერთეულად უნდა იყოს აღქმული, რა აზრი აქვს სისქის დაწერას თუ ამოცანაში გამოყენება არ იქნება, თუმცა ეს თქვენი გადასაწყვეტია რა ტექსტსაც და რა პასუხებსაც მომცემთ მე იმას ჩავსვავ, ამ ეტაპზე მე მაინტერესებდა თქვენი აზრი თამაშის გარეგნულ სტილთან დაკავშირებით ანუ ჩემს მიერ ზემოთ დადებული სურათების მიხედვით მაინტერესებს მოგწონთ თუ არა სტილი დიზაინის, თუ რამის შეცვლა გსურთ(ნუ ძროხების დაკვლა და ვაზის მოშენება გასაგებია) ეხლავე უნდა მითხრათ თორემ მერე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება რაიმეს შეცვლა ვიზუალურ მხარეში :)
ReplyDeleteლუდმილა სადახარ აქამდის, თორემ უკვე დავხოცეთ ერთმანეთი, ჩამოვყალიბდეთ და ისე მივაწოდოთ აზრი, ბლოგზე მერე დაწერეთ, ჯერ ელ.პოსტით, მე თანახმა ვარ შეცვალეთ ზღაპრის შესავალი, დავეთანხმოთ თამარს
ReplyDeleteგიგა სხვა გამოსავალი არ გაქვს ძროხები დაკალი და ვენახი ჩაყარე. თორემ გაზაფხულდა და ვენხი აღარ გაიხარებს. ტექსტიც ზღაპრის აშეცვალე, ბაგრატიონისეული ვერსია ჩაწერე.
ReplyDeleteვერ გავიგე ძროხები რა შუაშია?
ReplyDeleteროგორც მახსოვს ძროხებზე არ გვისაუბრია, არც ის გვითქვამს, ძროხები დავკლათ და ვენახი მოვაშენოთ!!!
ძროხები და ვენახი არაფერ შუაშია :D, ვიხუმრე უბრალოდ, თამაშის დასაწყისში ძროხები მეხატა და ვენახით შევცვლი, სულ ესაა :)
ReplyDeleteგიგა,
ReplyDelete. ასეთი კარმიდამო არაა კახეთისათვის დამახასიათებელი;
. კახური მარანი ქვითკირით ნაშენებია და კრამიტით დახურული, შენეული მარანი ხის მასალითაა აგებული... არც ღობეებია ასეთნაირი. . .
. ვერ გეტყვი, რომ ასეთი ფონები თამაშისათვის მომწონდეს!!!! არაა კახური კოლორიტი!!! არანაირად არ გავს კახურ ეზოს!!!! მზე მომეწონა...
მაპატიეთ , მაგრამ "კახური" მარანი ცხოვრებაში არ მაქვს ნანახი , არც "კახური" მარნის ღობეები და არც "კახელი" მიხოს კარ–მიდამოთი დავინტერესებულვარ, უბრალოდ ვერ დაგიხატავთ იმას რაც ნანახი არ მაქვს და წარმოდგენაც არ მაქვს, როგორი უნდა იყოს "კახელი" მიხოს მარანი. რაც მე დავხატე სრულიად გამოხატავს იდეურად იმ პერსონაჟის კარ–მიდამოს ჩვენ "მიხო" რომ დავარქვით და ვფიქრობ რომ კარგადაც გამოვიდა, გასაგებია რომ თქვენ გინდათ "კახური" იყოს ეს ყველაფერი , მაგრამ კიდევ გიმეორებთ, მხატვარი არ ვარ და ვერ დაგიხატავთ იმას რაც ნანახი არ მაქვს, ასე რომ თუ თქვენ მოგეპოვებათ "კახელი" მიხოს მარნის, ღობის და არემარის კარუკატურული ან ანიმირებული სურათი შეგიძლიათ გამომიგზავნოთ და ვეცდები "გადავაკახურო" ჩვენი პერსონაჟის კარ–მიდამო. :)
ReplyDeleteმოგესალმებით ყველას, ლუდმილა ძალიან კარგი მონახაზები ჰქონდა ამოცანების, აღარ გავაჭიანუროთ დრო,რომ გიგამ შეძლოს დაპროგრამება, ,,,,
ReplyDeleteგიგა, სიახლე ხომ არ გაქვს რაიმე...
ReplyDeleteამჟამად ვიზუალური მხარეზე ვმუშაობ და შემდგომ დავიწყებ უკვე ანიმირებას. ვიზუალურ მხარეს რომ დავამთავრებ გაჩვენებთ თამაშის უანიმაციო ვერსიას. :)
ReplyDeleteვინმემ მიპასუხეთ ვზღუდავთ თუ არა ამოცანის ამოხსნის დროს??? :):)
ReplyDeleteთქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მხარს ვუჭერ გიგას. მართლაც მხატვრულ ალბომს ხომ არ ვუშვებთ?! თამაშის სიუჟეტს კი შეესაბამება ის რაც გიგამ შემოგვთავაზა.
დრო შეიძლება შევზღუდოთ, მაგრამ ისე რომ გავითვალისწინოთ თითოეული ამოცანის სირთულე
ReplyDeleteლუდა რას გულისხმობ ტექსტში
ReplyDelete”ვზღუდავთ თუ არა ამოცანის ამოხსნის დროს?”
გასაგებია, ანუ რა დრო დასჭირდება თითოეული ამოცანის ამოხსნას. ალბათ სჯობს თამაშს ჰქონდეს დროის მთვლელი, ასე უფრო აზარტული იქნება თამაში, თანაც ცოდნის სწრაფად გამოყენების უნარსაც გამოუმუშავებს მოსწავლეს
ReplyDeleteმოგესალმებით, გეთანხმები ლუდმილა, მაგრე მოვიქცეტ რომ დამთავრდეს დაპროგრამება და ვნახოთ, რა გამოვიდა
ReplyDeleteგაკვეთილის გეგმაზე თუ იმუშავეთ
ვიზუალური მხარე როგორც იქნა დასასრულს მიუახლოვდა :D, ახლა ვიწყებ ანიმირებას
ReplyDeletehttp://i53.tinypic.com/206etzq.jpg
http://i54.tinypic.com/mwvbsh.jpg
http://i56.tinypic.com/2mdp7vk.jpg
http://i56.tinypic.com/140jio7.jpg
http://i53.tinypic.com/731j4i.jpg
25 რიცხვამდე ველოდები თქვენგან ტექსტების საბოლოო ვარიანტს(ამოცანების , სწორი პასუხების , დახმარების ბანკში და ისტორიის ) ერთად შეკრიბეთ ყველაფერი და ერთიანად გამომიგზავნეთ.
რაც შეეხება დროის შემოტანას ესეც 25 რიცვამდე უნდა გადაწყვიტოთ და რა დროს მოანდომებს მოთამაშე თითო ამოცანას ესეც უნდა გამომიგზავნოთ
მოკლედ 25 რიცხვი არის DEADLINE ამის მერე ძალიან გამიჭირდება უმნიშვნელო დეტალის შეცვლაც კი. :)))))
გიგა ვცვლით ინფორმაციებს, ვიღებთ გაფრთხილებას.
ReplyDeleteაჯობებს ყველგან გამოიყენო მიმართვა ”მიხო პაპა” და არა მხოლოდ ”მიხო” თამაშის სახელის მიხედვით
სალამი ყველას, ამოცანები ძალიან კარგად ქონდა ჩამოყალიბებული ლუდმილასა და თამარის, მე გეთანხმებოდით, მიაწოდეთ ბოლო ვერსია, და ვნახოთ დამუშავებული თამაში. გიგა აბა შენ იცი.,,
ReplyDeleteამ მისამართზე დავდე გაკვეთილის გეგმა, ლუდმილა და თამარ ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, მაგრამ მთლად ქარ-ცეცხლში ნუ გამატარებთ http://lemill.net/methods/biznes-gegmis-shemushaveba-el-tamashis-mixo-papas-marnis-mixedvit/base_view
ReplyDeleteმარიამის აზრი არ გაინტერესებთ?!!!
ReplyDeleteგიგა, დავაზუსტეთ თამაშის შესავალი, გთხოვთ გაითვალისწინოთ თამაშის აგებისას.
ReplyDeleteიგივე მასალას გიგზავნით email-ze
ელექტრონული თამაშების სიუჟეტის მოკლე აღწერა:
თამაშის გმირები მიხო პაპა და მარო ბებო არიან დანატოვარი მამაპაპეული ძველი მარნით და დანგრევის პირას მისული ქვიტკირის სახლით. მათი მუდმივი ფიქრის საგანი ძველი მარნის განახლება და ღვინის წარმოებაა, მაგრამ ამისათვის ბევრი ფულია საჭირო!!! მათი მწირი შემოსავალი კი მხოლოდ თვის გატანისათვის თუ კმარა! ! !
ერთხელაც მარო ბებო მეზობლიდან იგებს, რომ ბანკიდან შესაძლებელია კრედიტის გატანა. იგი მოსვენებას აღარ აძლევს მიხო პაპას. დაჟინებით სთხოვს გაყიდონ რთველში აღებული ყურძენი, ბანკიდან გამოიტანონ კრედიტი, შეაკეთონ ძველი მარანი და დაიწყონ ბიზნესი. მარო ბებოს იმედი აქვს ღვინის ბიზნესის, რადგან მიხო პაპამ ისეთი ღვინის დაყენება იცის, არა მხოლოდ საქართველოს, ამერიკასაც კი გააოცებს.
მოხო პაპას მეტი გზა არ აქვს, ეთნხმება მარო ბებოს, თორემ რა სჯობს კაკლის ძირში წამოგორებას?! ისინი ერთდ იწყებენ ფიქრს, როგორ დაიწყონ ბიზნესი. მათ ამ საქმიანობაში დიდ დახმარებას გაუწევს მიხო პაპას განუყრელი დიდყურა.
მათი საქმიასნობა ასე იგეგმება:
1. ყურძნის მომზადება გასაყიდად - ჩაალაგონ გოდორში სხვადასხვა სახის ყურძენი (საფერავი, რქაწითელი), დატვირთონ გოდრებით დიდყურას ურემი.
ამ ეტაპზე საჭიროა დაიანგარიშონ გოდრების ოდენობა ყურძნის რაოდენობისა და სახეობის მიხედვით.
2. ყურძნის გაყიდვა - ამ ეტაპზე უნდა დადგინონ, სად სჯობს ყურძნის გაყიდვა ქალაქად თუ სოფლად. უნდა გაითვალისწინონ დამატებითი ხარჯები ქალაქში წასვლის შემთხვევაში. გამოითვალონ შესაბამისი თანხები (სოფლად, ქალაქად), შეადგინონ და გადაწყვიტონ გაყიდვის ადგილი - ქალაქის თუ სოფლის ადგილობრივი ბაზრობა; შეარჩიონ ოპტიმალური ვარიანტი.
3. მარნის მოდელის შერჩევა - სამშენებლო კომპანიის მიერ შემოთავაზებული სამი მოდელიდან მიხო პაპამ და მარო ბებომ უნდა შეარჩიონ მათთვის მისაღები მოდელი, რისთვისაც საჭიროა გამოთვალონ თანხები სამშენებლო მასალებისათვის, დაადგინონ მარნის ასაშენებლად საჭირო სრული თანხა თითოეულ შემთხვევაში.
4. ბანკიდან კრედიტის გამოტანა -ამ ეტაპზე თამაშის გმირები შეარჩევენ ბანკის მიერ შემოთვაზებული პორობებიდან კრედიტის სახეს, თანხობრივ ოდენობას. ეძლევათ რამოდენიმე საკრედიტო პირობა. საუკეთესო ვარიანტის შესარჩევად სჭირდებათ მარტივი და რთული საპროცენტო განაკვეთის გამოთვლა.
ფინანსური განაწილება: ითვალისწინებენ ყურძნის გაყიდვით მიღებულ თანხის ოდენობას; რა თანხა სჭირდება მარნის აშენებას; ბანკიდან აღებული კრედიტის პირობების (ბანკი მათგან ითხოვს ყოველ სამ თვეში მოხდეს გადასახადის შეტანა შეთანხმებული პროცესების მიხედვით); სავარაუდო ოჯახურ ბიუჯეტს.
იმ შემთხვევაში თუ მიხო პაპა და მარო ბებო ოპტიმალურად დაგეგმავენ ფინანსურ პროცესს, მიიღწევა შედეგი - ანუ თამაშების ფინალში მოხდება ძველი მარნის განახლება.
მიზნის მიღწევას ერთად ზეიმობენ მიხო და მარო ბებო და დიდყურა.
თამაშის სცენარი ითვალისწინებს - მომხმარებლის მიერ არასწორად შერჩეული პასუხის შემთხვევაში მოხდეს დაბრუნება დასაწყისში;
თამაშის დროს გათვალისწინებულ იქნება ამოცანის ამოხსნისას დროში შეზღუდვა.
გამარჯობათ, მარიამ გასაგებია ყველაფერი ახლა გიგას მივაწოდოთ ამოცანები, რომელიც ძალიან კარგად ქონდათ დამუშავებული თამარს და ლუდმილას..ლუდმილა გამოაქვეყნე ამოცანები...
ReplyDeletegiga meotxe suratze sadac marnebia, amocanis naxazze wina kedelze unda iyos kari da fanjara tavisi zomebit.
ReplyDeleteკარგით კუბზე კარს , პანჯარას , ყვავილებიან ქოთანსაც მივახატავ :D
ReplyDeleteეს ქალბატონმა მარიამმა რაც დაწერა მოკლე შინაარსია , თქვენგან ველი ყველა ტექსტს გაერთიანებულად გამომიგზავნეთ და შიგნით მიუთითეთ სად რა დავწერო ანუ ყველა ტექსტი ამოცანები , ისტორია , პასუხები , ფიქრები და ა.შ. მოკლედ ყველაფერი ერთ დოკუმენტში ჩამიწერეთ და გამომიგზავნეთ
მოგესალმებით ყველას, გიგზავნით ყველა ამოცანას– ერთად თავმოყრილს; გთხოვთ ყველამ გადახედოთ კიდევ ერთხელ.
ReplyDeleteველოდები ტექსტებს, დღეს ან ხვალ მომაწოდეთ აუცილებლად
ReplyDeleteგიგა გამოგიგზავნე ამოცანები და სხვ.....
ReplyDeleteზომებზე არ იყო მითითებული სიმაღლე რომელია, იმედია ასე იგულისხმეთ თქვენც
ReplyDeletehttp://i51.tinypic.com/68zf41.png
საშენი მასალის მიხატვა არ გამომივიდა, ადგილი არ მაქვს, აქ რომ მიმეხატა არაფერი აღარ გამოჩნდებოდა
მარნების ამოცანაში პირდაპირ ბანკის ღილაკია ანუ მოთამაშეს შეუძლია პირდაპირ გადასვლა ბანკში, თუმცა არ ეცოდინება მარნის ღირებულება რაც გაურთულებს და შეუძლებელს გახდის ბანკის ამოცანის გადაწყვეტას ანუ რომელი სესხი აირჩიოს
ბანკის ამოცანაში ყველაზე დაბალი თვიური გადასახადი იქნება ალბათ სწორი :D
რაც შეეხება ისტორიას, აქ იყო მხოლოდ ამოცანები, დასაწყისში რომ "ზღაპრის" შესავალია და მიხოს ფიქრები, ესენიც მჩირდება დასრულებული ვარიანტი
თამაშის დასასრულს მარანი რომელი მასალის ჩავსვა? როდესაც მოიგებს მოთამაშე, ნუ როცა წააგებს იგივე დანგრეული დახვდება.
ReplyDeleteგიგა ერთი ფანჯარა აქვს და ერთი კარი, ხოლო რაც შეეხება ზომებს სწორადაა. ფანჯარა ალბათ ჯობს მარჯვენა წახნაგზე დაუხატო.
ReplyDeleteთუ სწორად მახსოვს მოვილაპარაკეთ, რომ სამივე მარანი ერთად უნდა დახატულიყო და რომელსაც ამოვირჩევდით ის გადიდდებოდა და ზომები და სხვა მონაცემები გამოჩნდებოდა მერე.
ფანჯარას გადავიტან გვერდით.
ReplyDeletehttp://i51.tinypic.com/68zf41.png
ამ სქრინზე როგორც ჩანს ზევით მაქვს 3 მარანი დაბლა კი სიცარიელეა, თითოეულზე დაჭერის შემთხვევაში დაბლა გამოდის შესაბამისი ფანჯარა სადაც ამოცანა და ნახაზია
ქალბატონო თამარ რაც ზევით კომენტარში დავწერე ეგრე არ გვინდოდა? თუ სხვა აზრის ხართ მანდ როგორ უნდა მოხდეს გამოტანა ამოცანის და ნახაზის
ReplyDeleteმოგების ვარიანტში როცა მიხო მანქანით ბრუნდება მარანი რომელი მასალის დავახვედროთ?
ReplyDeleteთამაში თითქმის დავასრულე, დრო ასე გავანაწილე
ReplyDeleteგოდრების ამოცანა – 5 წუთი
ყურძნის გაყიდვის ამოცანა – 5 წუთი
მარნების შერჩევის ამოცანა – 6 წუთი
ბანკის ამოცანა – 6 წუთი
თუ მოთამაშე ვერ ჩაეტევა დროში ავტომატურად გადავა მომდევნო ეტაპზე, ხოლო თუ ის ბანკის ამოცანას ვერ ამოხსნის დროზე, მაშინ ავტომატურად საბოლოო წაგების გვერდზე გადადის
6 წუთი ცოტა არ არის მე-3 და მე-4 ამოცანებზე? ამ ეტაპზე თითოეული ხომ კიდევ სამი ქვეამოცანისაგან შედგება? განსაკუთრებით ბანკის ამოცანები!!! საზოგადოდ რა დროს მოვიაზრებთ მთლიანად თამაშის შესასრულებლად? ეს თამაში ხომ მოსწავლეებზე არის გათვლილი...
ReplyDelete------
მარნის მაკეტები თითქმის ერთნაირია, არჩევანიც თამაშისათვის პირობითია, თანხაც სამივე მარნიდან თითოეულს , როგორც გაირკვა ერთნაირად დასჭირდება.. ამიტომ შესაძლოა გამარჯვების შემთხვევაში ძალიან ლამაზი მარანიც კი დახვდეს...
----
გიგა, თამაშის პირველი კადრებისათვის, როდესაც თამაშის გაცნობა ხდება,ჩემი გადმოგზავნილიდან ტექსტის რა ნაწილი ჩასვი? იყო როგორც ამბავი, ასევე საქმიანობის დაგეგმვაც...
------
კარგი იქნებოდა სულ ერთი საათი მაინც რომ შევხვედროდით ყველა და ერთად გადაგვეხედა მთლიანობაში შენთან ერთად ყვეკაფრისათვის.
ექნება თუ არა თამაშს განყოფილება, სადაც აღწერილი იქნება თამაშის წესი, ვთქვათ, თუ შეეშალა, რა მოხდება? რომელ ღილაკებს იყენებს(თუმცა ადვილი სამართავი იქნება ეს თამაში...), მაგრამ მაინც მოსწავლეები არიან, შესაძლოა თუ არა გამოტოვოს რაიმე ეტაპი, გადავა შემდეგზე? მართალია ამ შემთხვევაში მიზანს ვერ მიაღწევს, მაგრამ ხომ არ შეიძლება შემდეგ უკან დავრუნდეს და შეასრულოს გამოტოვებული დავალება?
პატივისცემით მარიამ
გიგა როგორც მოგწერე ისე ჩასვი დრო; ანუ თითოეულ ამოცანას 5–5 წუთი მიეცი.მაგ მარნების ამოცანებს სულ 15 წუთი დასჭირდება, რადგან სამი ამოცანისგან შედგება. ბანკის ამოცანებს 20 წთ. შეიძლება სტუდენტისთვის ბევრია ეს დრო, მაგრამ მოსწავლეებისთვის არაა ბევრი.
ReplyDeleteმომწონს ფანჯრის გვერდით გადატანის იდეა,კარგია;
რაც შეეხება გამარჯვების შემთხვევაში ; ვეთნხმები მარის ვარიანტს, ალბათ ჯობს ქვის მარანი იყოს.
გიგა სურათზე მარნების ზემოთ "ბაზარი"რომ აწერია მგონი არაა საჭირო; ჯობს გზაზე მდგომი მიხო (შეიძლება ვირიც)ეხატოს და ფიქრში სამი სახის მარანი წარმოიდგინოს. მერე მოხდება არჩევის პროცესი. თუ შენთვის არაა ძალიან ძნელი იქნებ შეცვალო?
ReplyDeleteგიგა ალბათ უკვე თავი მოგაბეზრე, მაგრამ.......ამოცანის შინაარსი პირდაპირ დიდად რომ არ ჩანდეს ისე გააკეთე რაიმე ლამაზ ჩარჩოში ჩასვი სიტყვა"ამოცანა" და მაუსის მიტანის შემთხვევაში გადიდდეს და ჩამოიშალოს ამოცანა. საუბარია ყველა ამოცანაზე დაწყებული პირველიდან ბოლომდე.
ReplyDeleteერთადერთი რისი შეცვლაც შემიძლია დროებია, ისიც არ ვიცი როგორ გამოვა კარგად იმიტომ რომ ბანკის ამოცანაში ტაიმერის ნაცვლად საათი დავხატე და ავამოძრავე, მოკლედ რამეს მოვიფიქრებ.
ReplyDeleteქალბატონო მარიამ თქვენ რაც მომეცით ის ტექსტი გამოვიყენე დასაწყისშიც და ყველა ამოცანის წინ წერია ტექსტი რომელიც ამზადებს მოსწავლეს მომდევნო ამოცანისთვის, არანაირი ინსტრუქცია არაა საჭირო რომ ნახავთ თამაშს მიხვდებით რატოც, სადაც საჭირო იყო მიწერია რა და როგორ უნდა გაკეთდეს.
ქალბატონო თამარ მესმის რომ ზოგიერთი დეტალი ისე არაა როგორც გინდათ თუ გვინდა, უბრალოდ ესაა როგორც შევძელი რეალიზება ჩვენი იდეების, უფრო მეტს მარტო ვერ გავწვდები, მაპატიეთ. :))
ძალიან კარგი, ჩემთვის გასაგებია გიგა,პროგრამირება ძნელია, მე მგონი კარგი იქნება
ReplyDeleteამგვარად, თითქმის ყველაფერი დასრულდა, საინტერესოა მთლიანობაში თამაშის ნახვა, არსებული ხარვეზები სიშორითაც იქნება განპირობებული...
ReplyDeleteნებისმიერი თამაშის, ფილმის, გაზეთის, წიგნის დამონტაჟება-დაკაბადონება პროგრამისტის, რეჟისორის ჟურნალისტის კომპიუტერთან ერთად ერთობლივ მუშაობას ითხოვს... მე თამარმა ვეცადეთ შეთანხმებას და ჩვენი მოსაზრებების თქვენამდე გადმოცემას
--------
პატივისცემით მარიამ
იმედია შრომა თავის ნაყოფს გამოიღებს.მადლობა ყველას თანამშრომლობისთვის.
ReplyDeleteმგონი ყველამ კარგად ვიშრომეთ. გიგა ახლა ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. მე და თამარი შევთანხმდით ამოცანებზე. მოუთმენლად ველი თამაშის სრულ ვერსიას. იმედია ჩვენი თამაში გააღვივებს მოსწავლეების ინტერესს მათემატიკის მიმართ . ყველას გვისურვებ წარმატებას!
ReplyDeleteმოგესალმებით, თქვენი სახით ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე, ველი თამაშის სრულ ვერსიას
ReplyDeleteგიგა, როდისთვის არის დაგეგმილი თამაშის დასრულება?
ReplyDeleteპატივისცემით მარიამ
არ მეგონა ამდენ ხანს თუ მოგვიწევდა თამაშის ვერსიისთვის ლოდინი.
ReplyDeleteბოდიშს გიხდისთ რომ ამდენს გალოდინებთ,თამაში ერთი კვირის წინ დავასრულე უბრალოდ კურატორისგან ველოდები მითითებებს და მაშინვე გადმოგიგზავნით თამაშს
ReplyDeleteმე მგონი ჯობს ყველას გადმოგვიგზავნოს გიგამ თამაშის მიმდინარე ვერსია. ცოტა ვითამაშოთ, გავტესტოთ და 1-2 დღის შემდეგ შევიკრიბოთ. შეხვედრაზე ვისაუბროთ თუ რამის გაუმჯობესება გვსურს და რადენადაა შესაძლებელი
ReplyDeleteთამაში ვნახე;ორი ამოცანის შემდეგ ვერ ვიპოვე პასუხები სად დავწერო ; შეცდომაა თუ მე მეშლება რამე?
ReplyDeleteმივხვდი რაშიცაა საქმე, თუმცა აჯობებდა მარნის ამოცანებში პასუხი სხვადასხვა ვარიანტიდან იყოს ამოსარჩევი;
ReplyDeleteჩემი აზრები წაიკითხე. უბრალოდ გუშინ ინტერნეტი არ მქონდა და ვერ მოგწერეთ :D:D:D:D
ReplyDeleteბანკის ამოცანაში ხომ არ ჯობია ყველა ამოცანის ამოხსნის მერე გამოვიდეს სესხის აღების ღილაკი. ისე კიდე არსებობს გარტყმის საშუალება
გეთანხმები ლუდა;
ReplyDeleteგიგა ვიცი რომ შენთვის ძნელია გადაკეთება, მაგრამ უნდა მოახერხო როგორმე მარნის ამოცანებს პასუხები დაამატო და ბანკის ამოცანებშიც იყოს ამოსარჩევი ვარიანტი;
ჯერ გავტესტოთ თამაში და მერე, ვნახოთ
ReplyDeleteრომც შემეძლოს ვიზუალურად ჩამატება პასუხების(არც ვიცი სადღა ან როგორ უნდა ჩავჭეჭყო, თქვენ მთხოვთ თამაშის ლოგიკა და ალგორითმი შეიცვალოს სრულად, პასუხები რომც დავამატო ლოგიკა მითხარით აბა თამაშის, ვთქვათ მარნების ამოცანაში პირველი მარნის ფართობი დათვალა და დააჭირა სწორ პასუხს, გადადის ბანკში და წარმოდგენა არ აქვს რა ხდებოდა იმ დარჩენილ ორ მარანზე , ზუსტად იგივეა ბანკის ამოცანაზე თუ დათვალა პირველი შემოთავაზების თვიური გადასახადი და სწორედ უპასუხა (რა გამოდის ბავშვი სწორედ ხსნის და ბოლოს მაინც დიდი წითელი ასოებით "წააგე" იწერება) ანუ პასუხებს თუ ჩავსვავ ლოგიკურად გამოდის რომ ბანკის ამოცანაში მაშინაც კი თუ ის არაოპტიმალურ შემოთავაზებას აირჩევს ქვეპასუხებში აირჩევს "სწორს" მაშინ ეს სწორია თუ არასწორი?
ReplyDeleteგიგა გასაგებია, რომ ძნელია ახლა ალოგრითმის შეცვლა, ანუ პროგრამის ალგორითმი ახალად უნდა დაიწეროს ეს იგივე მოცულობის პროგრამაა რაც აქობამდე გააკეთე. მე მომწონს ხალხნო, გიგას ვთხოვთ პროფესიონალის დონეზე პროგრამის წერას, რაც ეხლა ვნახე არც თუ ისე ცოოტაა სტუდენტისათვის, თქვენ ალბათ პროგრამა არ გიწერიათ და არ იცით თუ როგორ ძნელია, რაც მან გააკეთა ყოჩაღ გიგაა.
ReplyDeleteბატონო ზურაბ თქვენს კომენტარზე კარგად ვიცინე...
ReplyDeleteიცი რა შთაბეჭდილება დამრჩა? მამაკაცმა– მამაკაცს მხარი დაუჭირა; რადგან ჩავერთეთ ამ პროგრამაში ცოტა უნდა ვიწვალოთ კიდეც,აბა როგორ გინდათ?
გიგა გთხოვ ნუ გეწყინება როცა რამის გაკეთებას გთხოვთ, რადგან ჩვენ მასწავლებლებს გვიწევს უამრავ ბავშვთან ურთიერთობა; შესაბამისად როგორ სჯობს ამოცანის მიწოდება ჩვენი გადასაწყვეტია,ვიზუალურად თუ შესაძლებელია და გაგვიფორმებ როგორც გთხოვთ მადლობლები დაგრჩებით.
ქალბატონო თამარ გასაგებია თქვენი აზრი და რათქმაუნდა გეთანხმებით რომ თქვენ უფრო კარგად იცით როგორი სახით უნდა მიეწოდოს ბავშვს ამოცანა, მაგრამ ჩემთვის ბუნდოვანია ლოგიკა მაგ შემთხვევაში(ჩემს წინა კომენტარს თუ გადახედავთ ნახავთ რაზეც ვსაუბრობ). თქვენ მთხოვთ რომ თამაშის სტურქტურირება სრულიად ახლიდან მოვახდინო შეიძლება, თქვენ შეიძლება ვერ ხვდებით რატომ მომიწევს ახლიდან გაკეთება, უბრალოდ პროგრამირებაში, ალგორითმის წერისას ლოგიკის შეცვლა იწვევს მის სრულიად ახლიდან დაწერას შიგნით ასეთი დონის მოდიფიცირება "ლოგიკურად" არის შეუძლებელი. რაც შეეხება წყენას :D არაფერი არ მწყინს და ბრწყინვალედ მესმის თქვენი აზრი და მოთხოვნები(თქვენს ადგილზე იგივენაირად მოვიქცეოდი :D )უბრალოდ ჩემს ამჟამინდელ პროგრამირების ცოდნას აქვს პატარა ზღვარი და ვერ შევძლებ დროის ამ მონაკვეთში ასეთი ცვლილებების განხორციელებას. :)))
ReplyDeleteსასაცილო იქ რა ნახე ვერ გავიგე, ახლა დავრწმუნდი, რომ პროგრამირებაში არ ქავთ საერთოდ წარმოდგენა და იმიტომ გაგეცინათ, ელემენტარულლი ამოცანა რომ დააპროგრამო, თუნდაც ტურბო პასკალში რამდენი ბრძანება და ლოგიკური ოპერაცია ჭირდება,,პროგრამირებას რომ ასწავლიდე გეცოდინებოდა..მაგრამ არა უშავს ისწავლი...დრო წინ გაქვს
ReplyDeleteგიგა მაგაზე მეტს ჯერ ვერ შეძლებ, შენ დიდი მომავალი გაქვს თუ გააგრძელებ პროგრამირება დახვეწო და მეტი ისწავლო..ზურა
ReplyDeleteბატონო ზურაბ მადლობა არაჩვეულებრივი შეფასებისთვის.
ReplyDeleteჩემო კარგო კოლეგავ, მე საწყენად არაფერი არ მითქმია, სიტყვა "თქვენს კომენტარზე კარგად ვიცინემ" გამოიწვია,
ReplyDeleteგამიკვირდა სასაცილო რომელი კომენტარი გავაკეთე მეთქი, კომენტარს რომ ვწერდი პროგრამირებას ვგულისხმობდი.. ასე რომ შეფასების რა მოგახსენო..
ქალბატონო თამარ ჩემს კომენტარებს გადახედეთ და გთხოვთ მომწეროთ ლოგიკური განვითარებები ამოცანათა ამოხსნის შემთხვევაში და შევეცდები რამე მოვიფიქრო, ესე უბრალოდ რომ მეუბნებით ეს და ეს შეცვალეო ალბათ თქვენ ვერ ხვდებით მე რას ვგულისხმობ "ლოგიკის" ცვლილებაში ანუ თუ ბავშვი არაოპტიმალური ამოცანის სწორ ვარიანტს აირჩევს, მე როგორ გავარკვიო ის მართალია თუ სწორი ანუ შედეგი წაგებაა თუ მოგება. :))
ReplyDeleteმოგესალმებით!
ReplyDeleteგიგა თქვენი კამათიდან გამომდინარე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ შენ ვერ გაიგე რა გვინდა მე და თამარს. მოგიყვან უბრალოდ მაგალითს: როდესაც შენ გამოგვიგზავნე თამაში მე ყველაზე მეტად დასასრულის ვიზუალური მხარე მაინტერესებდა, როდესაც ბანკის ამოცანებამდე ჩავედი დავაჭირე პირველ ბანკირს და ღილაკს სესხის აღება, ისე რომ ამოცანა არც კი ამომიხსნია. შედეგი ვერ მივიღე. ამიტომ შემდეგ დავაჭირე მეორე ბანკირს და შედეგიც მივიგე. იგივე შეიძლება გააკეთონ მოსწავლეებმაც და ჩვენი მიზანი კი არის რომ ბავშვმა ჯერ ოთხივე ამოცანა ამოხსნას, ხოლო შემდეგ აიღოს სესხი. ამიტომ ისევე როგორც მარნის ამოცანებში ჯობია სესხის აღების ღილაკი გამოჩნდეს ოთხივე ბანკირზე დაწკაპუნების შემდეგ. და ანიმაციური მხარე კი ძალიან მომეწონა და ძალიან კმაყოფილი დავრჩი!!! :)
გიგა, ამ ბოლო თხოვნის გათვალისწინებაც შეუძლებელია???
ReplyDeleteEmail–ზე გადმოგიგზავნეთ ყველას მაგ თხოვნაგათვალისწინებული ვერსია.:))
ReplyDeleteროგორც ვიცი, ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ თამაშში გამოსწორდა ის მცირეოდენი ხარვეზები, რომლებიც იყო. გიგზავნით თამაშის სქემას, რომელსაც თან ერთვის რამოდენიმე შენიშვნა, რომელთა გათვალისწინება, ჩემი აზრით, ამ თამაშს უფრო საინტერესოს გახდის. მიყევით ამ ბმულს:
ReplyDeletehttps://sites.google.com/site/mathgamemikho/
მე ხვალ (19 აპრილს) უკვე ვატარებ მეცადინეობას გიგას ბოლო მოდელის მიხედვით. თუ გასწორდება თქვენი ვარიანტით, უკეთესი იქნება, მაგრამ მას მომდევნო მეცადინეობებზე გამოვიყენებ. ხვალის მეცადინეობას კი ვერ გადავდებ. უკვე შეთანხმებულია სკოლასთან, მოსწავლეებთან....
ReplyDeleteმარიამ
მე უკვე ჩავატარე გაკვეთილი ძველი ვერსიიით და ძალიან კარგი იყო
ReplyDeleteეს უბრალოდ შემოთავაზება იყო. თუ ძველი ვერსია კარგად მუშაობს გაკვეთილებზე, იყოს ძველი. გაკვეთილის გარეშე, რამდენად შესაძლებელია ამ თამაშით დაინტერესება ეს არ ვიცი
ReplyDeleteბოლო ვარიანტი ვნახე. მე მგონი ნორმალურია
ReplyDeleteყველას მოგესალმებით!
ReplyDeleteროდესაც მივიღე გიგას გამოგზავნილი თამაშის პირველი, დასრულებული ვარიანტი ჩავატარე კათედრის სხდომა და გავაცანი მათემატიკის მასწავლებლებს ჩვენი თამაში. ამის შემდეგ ჩავატარე თამაშის ტესტირება მოსწავლეებში. ბავშვებმა გამოავლინეს დიდი ინტერესი, მე კი დავრწმუნდი რომ , ბანკის ამოცანებში დახმარების ღილაკმა გაამართლა თავისი დანიშნულება. მაგრამ თამაშის ბოლო შესწორებული ვერსია გაცილებით კარგია ვიდრე პირველი, რის გამოც 20.04–ში ჩავატარე მოსწავლეების სხვა ჯგუფთან თამაშის საბოლოო ვერსიის ტესტირება. პირველი და მეორე ეტაპი ყველა მოსწავლემ დაბრკოლების გარეშე გაიარა, ხოლო მესამეზე და მეოთხეზე დასჭირდათ დაფიქრება, ამიტომ ზოგს არ ეყო დრო.
თუ გნებავთ გადმოგიგზავნით იმ ვერსიას სადაც დროს გავზრდი იქამდე რამდენსაც მეტყვით.
ReplyDeleteარა. არ არის საჭირო დროის გაზრდა. ეცადონ თვითონ ჩაეტიონ დროში. შემოთავაზებისთვის მადლობა
ReplyDeleteმეც ჩავატარე გაკვეთილი ჩემი გაკვეთილის დაგეგმვის მიხედვით, ჯგუფებში გადანაწილებამ დროის უკმარისობის პრობლემა მოხსნა ბოლო ამოცანებში, ასე რომ ვფიქრობ საკმარისი დროა დადებული ამოცანებზე.
ReplyDeleteაღდგომას გილოცავთ! ! ! !
ReplyDelete------------
გაკვეთილი ჩავატარე 19 აპრილს. ახალი მეთოდოლოგიაა და მოსწავლეების მხრიდანაც ბუნებრივია დადებითი ემოციებია. თამაში ქართულ ენაზეა, თამაშის გმირებიც მათთვის ნაცნობი სახეებია. ჩემი მეცადინეობა ინტეგრირებული იყო ეკონომიკასთან, ნახეთ ალბათ გაკვეთილის გეგმა.
--
ახლა სხვა კლასებში მოვახდენთ თამაშის აპრობაციას მათემატიკის გაკვეთილებზე.
-------
თუ ეს თამაში ისეთი არ გამოგვივიდა, როგორიც უფრო გვენდომებოდა, შემდეგში ვიზრუნოთ ამაზე.
-------
გისურვებთ წარმატებებს! ! ! ! !
მიიღეთ ანგარიშის ფორმა?
ReplyDelete